მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ტყის ხანძრების მთავარი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა“ - სატყეო სააგენტოს გაფრთხილება
„ტყის ხანძრების მთავარი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა“ - სატყეო სააგენტოს გაფრთხილება

„ტყის ხანძრების მთავარი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა“ - სატყეო სააგენტოს გაფრთხილება

BM.GE23 ივლისი, 2026, 18:22|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

სააგენტოს განმარტებით, ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ადამიანთა დაუდევრობაა.

ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის, დათა კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებით ტურისტულად დატვირთულ სეზონზე რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე აქტიურად პატრულირებენ და ვიზიტორებს შესაბამის რეკომენდაციებს უზიარებენ.

„სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევ ძირითად მიზეზად სწორედ ადამიანთა დაუდევრობა სახელდება. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საინფორმაციო კამპანია განვახორციელეთ და მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც საპიკნიკე და საკოცონე ადგილის მოწყობისას ვრცელდება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ტყის ხანძრების რისკები“, – განაცხადა დათა კობახიძემ.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ხანძარსაშიშ და ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიებზე საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული. QR კოდის მეშვეობით ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ ტყეში უსაფრთხო გადაადგილების წესებს, ასევე კოცონის დანთებისა და საპიკნიკე ადგილების მოწყობის მოთხოვნებს.

სააგენტო მოქალაქეებს ასევე შეახსენებს, რომ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავი მერქნის განთავსების ადგილებში, ასევე ტორფიან და გამხმარბალახიან ტერიტორიებზე. სხვა ადგილებში კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ და ადვილად აალებადი მასალებისგან გაწმენდილ ბაქანზე.

ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც ხანძარი ან მისი გავრცელება მოჰყვება, 300-დან 500 ლარამდე ჯარიმით ისჯება. ხოლო ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კანონმდებლობა ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"განსხვავებით კახეთისგან, რაჭაში რთველის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია" | "კესანე - არ დამივიწყო"

"განსხვავებით კახეთისგან, რაჭაში რთველის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია" | "კესანე - არ დამივიწყო"

BM.GE

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BM.GE

"საბანკო სექტორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - სასტუმროების ბაზარი გაჯერებულია"|რატომ შემცირდა დაკრედიტება?

"საბანკო სექტორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - სასტუმროების ბაზარი გაჯერებულია"|რატომ შემცირდა დაკრედიტება?

BM.GE

ორ თვეში 8 პროექტი ძალიან დაბალი მაჩვენებელია... პროცესი მოუმზადებელი იყო - ცოფურაშვილი აგროთანადაფინანსებაზე

ორ თვეში 8 პროექტი ძალიან დაბალი მაჩვენებელია... პროცესი მოუმზადებელი იყო - ცოფურაშვილი აგროთანადაფინანსებაზე

BM.GE