მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „უახლოეს დღეებში გზის მშენებლობაც დაიწყება“ - გოდერძიზე ავტოსადგური და მრავალფუნქციური ბაზრობა-გამოფენის კომპლექსი შენდება
„უახლოეს დღეებში გზის მშენებლობაც დაიწყება“ - გოდერძიზე ავტოსადგური და მრავალფუნქციური ბაზრობა-გამოფენის კომპლექსი შენდება

„უახლოეს დღეებში გზის მშენებლობაც დაიწყება“ - გოდერძიზე ავტოსადგური და მრავალფუნქციური ბაზრობა-გამოფენის კომპლექსი შენდება

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 21:45|bm.ge

ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. კურორტზე ამ ეტაპზე თანამედროვე ავტოსადგურის, მრავალფუნქციური ბაზრობა-გამოფენის კომპლექსისა და თოვლსატკეპნი ტექნიკის ანგარის მშენებლობა მიმდინარეობს.

ზურაბ პატარაძის თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება გზის მშენებლობა კურორტის შესასვლელიდან ცენტრალურ ნაწილამდე, შესაბამისმა სამსახურებმა კი უკვე მიიღეს კონკრეტული დავალებები პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

„კურორტ გოდერძიზე სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს... განთავსდება მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს სერვისების გაუმჯობესებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც სამუშაოების ხარისხს, ისე ვადების დაცვას. კურორტს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი მიზანია, ეს შესაძლებლობები სრულად გამოვიყენოთ და კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოვაყალიბოთ“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გენერალური გეგმით გათვალისწინებული პროექტების თანმიმდევრულ განხორციელებას, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და ახალი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობას, რაც რეგიონში ეკონომიკური აქტივობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ღონისძიებასა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დათვალიერებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობისა და კურორტ გოდერძის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

BM.GE

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

შარშან ბებიების მოქსოვილი რეკორდული რაოდენობის ქუდები გაიყიდა - როგორ ვითარდება სოციალური საწარმო "ბებიას"?

შარშან ბებიების მოქსოვილი რეკორდული რაოდენობის ქუდები გაიყიდა - როგორ ვითარდება სოციალური საწარმო "ბებიას"?

BM.GE