მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უახლოეს პერიოდში ბაზარზე „კაჭრეთის ყველის“ ბრენდით ახალი, ეტიკეტირებული პროდუქცია გამოჩნდება
უახლოეს პერიოდში ბაზარზე „კაჭრეთის ყველის“ ბრენდით ახალი, ეტიკეტირებული პროდუქცია გამოჩნდება

უახლოეს პერიოდში ბაზარზე „კაჭრეთის ყველის“ ბრენდით ახალი, ეტიკეტირებული პროდუქცია გამოჩნდება

BM.GE16 ივნისი, 2026, 23:12|bm.ge

ახალი რძის პროდუქტების ბრენდი „კაჭრეთის ყველი“ ქართულ ბაზარზე ეტაპობრივად შევა. ამის შესახებ ფერმერმა მარიამ გამცემლიძე BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

საგულისხმოა, რომ თბილისიდან კახეთში გადასვლის შემდეგ მან მერძევეობის მიმართულებით დაიწყო საქმიანობა, რომელიც თავდაპირველად ოჯახური საჭიროებიდან, ბავშვებისთვის ჯანსაღი რძის პროდუქტების წარმოების სურვილიდან განვითარდა. დღეს ფერმა სრულ საწარმოო ციკლზე მუშაობს და დანერგილია საერთაშორისო სტანდარტები HACCP და GlobalGAP, რაც ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების კონტროლს უზრუნველყოფს.

მეწარმის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, პროდუქცია HoReCa სექტორში შევა, შემდეგ კი სუპერმარკეტების ქსელშიც გამოჩნდება.

„ამ ეტაპზე უფრო ვმუშაობთ სასტუმროებთან, გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ წარმოების გაზრდასთან ერთად აუცილებლად შევალთ სუპერმარკეტებში“, - ამბობს მარიამ გამცემლიძე.

მისი თქმით, ბრენდის ქვეშ გაერთიანდება სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტი, იმერული ყველი, სულგუნი და ნადუღი, ასევე იგეგმება რძისა და მაწვნის წარმოება. „გვაქვს იმერული ყველი, სულგუნი და ნადუღი. აუცილებლად დაემატება რძე და მაწონიც“, - აღნიშნავს ის.

ფერმერის თქმით, ბრენდის განვითარება და ასორტიმენტის გაფართოება 2026 წლის განმავლობაში გაგრძელდება, მათ შორის იგეგმება ევროპული ტიპის ყველის წარმოებაც.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Anthropic-ს სასამართლოში უჩივლეს - რას ედავებიან AI სტარტაპს?

Anthropic-ს სასამართლოში უჩივლეს - რას ედავებიან AI სტარტაპს?

BM.GE

იტალიის მარეგულირებელმა Apple-ის წინააღმდეგ საქმეზე აღძრა - რას ეხება მოკვლევა?

იტალიის მარეგულირებელმა Apple-ის წინააღმდეგ საქმეზე აღძრა - რას ეხება მოკვლევა?

BM.GE

კრიპტოაქტივების ღირებულება იზრდება – რა არის მიზეზი?

კრიპტოაქტივების ღირებულება იზრდება – რა არის მიზეზი?

BM.GE

მაისში საქართველოდან $36.9 მილიონი გადაირიცხა - TOP-10

მაისში საქართველოდან $36.9 მილიონი გადაირიცხა - TOP-10

BM.GE