მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება - გიორგი ტყემალაძე
უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება - გიორგი ტყემალაძე

უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება - გიორგი ტყემალაძე

BM.GE2 ივნისი, 2026, 04:19|bm.ge

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ ისაუბრა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული გამზირის რეაბილიტაცია. რუსთაველის გამზირს თავისი ისტორიული არეალებით და ძეგლებით მეტი დატვირთვა აქვს, ჩვენი ქალაქის გულია. შესაბამისად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ მთავრობასთან და განხორციელდა ბაზრის სიღრმისეული კვლევა, სამშენებლო რესურსების, მასალების, ზედნადები ხარჯების და ა.შ. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ ახალი ტენდერი და დარწმუნებულები ვართ, მაღალი კონკურენცია იქნება.

უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება“ - განაცხადა ვიცე-მერმა.

გიორგი ტყემალაძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ რეაბილიტაცია არ გულისხმობს მხოლოდ ასფალტის საფარის დაგებას, აქ გათვალისწინებულია ძველი, ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, რაც ათწლეულებია არ განახლებულა.

მან განაცხადა, რომ ეს არის კომპლექსური პროცესი, GWP-თან და სხვა პროვაიდერ კომპანიებთან ერთად.

„ამ ყველა დაგეგმილ სამუშაოს აუცილებლად შევასრულებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც იქნება განხორციელებული და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიურპრიზები გვექნება, ზოგადად, მომავალში დაგეგმარებასთან დაკავშირებით“ - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE