მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Uber-ი Delivery Hero-ს $14.8 მილიარდად ყიდულობს
Uber-ი Delivery Hero-ს $14.8 მილიარდად ყიდულობს

Uber-ი Delivery Hero-ს $14.8 მილიარდად ყიდულობს

BM.GE16 ივლისი, 2026, 23:16|bm.ge

Financial Times-ის ცნობით, ტაქსებისა და მიწოდების სერვისის ინდუსტრიის ამერიკული გიგანტი, Uber-ი გერმანული კონკურენტის, Delivery Hero-ს €12.5 მილიარდად ($14.34 მლრდ.) შესყიდვისთვის ემზადება.

როგორც ირკვევა, გარიგება ოფიციალურად დღეს, ხუთშაბათს გასაჯაროვდება. საყურადღებო ფაქტია, რომ თავად Delivery Hero-მ უკვე დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. არსებული ინფორმაციით, Uber-ი DH-ის თითო აქციაში ინვესტორებს 41 ევროს გადაუხდის.

აღსანიშნავია, რომ გარიგების წარმატებით ჩახურვის შემთხვევაშიც კი კომპანიებს მარეგულირებლების მხრიდან დაბრკოლებები შექმნის რისკი აქვთ, ამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად კი Delivery Hero-ს ბიზნესის ნაწილის გაყოფა მოუწევს. ეს სტრუქტურული ცვლილება ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის გეოგრაფიული თანხვედრის არქონით გამოწვეული პრობლემების გადაჭრას და ანტიმონოპოლიური რისკების შემცირებას.

გარიგების ფარგლებში გერმანული კომპანია გაყიდის თურქულ შვილობილ Yemeksepeti-ს, რომელიც რამდენიმე ევროპულ აქტივთან ერთად ერთ-ერთი საინვესტიციო ფირმის მფლობელობაში გადავა.

კორპორაციული შეთანხმების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ამერიკული კომპანია გააფართოებს საკუთარ ქსელს, რომელიც Uber Eats-ის ბრენდის ქვეშ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში უკვე ოპერირებს.

ცნობისთვის, Delivery Hero-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად €11.6 მილიარდს შეადგენს და ის გლობალური ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ მიიჩნევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

BM.GE

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

BM.GE

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

BM.GE

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

BM.GE