მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გაგრძელდება“ - ირაკლი ბურდილაძე
„უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გაგრძელდება“ - ირაკლი ბურდილაძე

„უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გაგრძელდება“ - ირაკლი ბურდილაძე

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 03:01|bm.ge

საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ფასების მატება ბაზარზე არსებული მოთხოვნით არის განპირობებული, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის შემოსავლების მატებას უკავშირდება.

„ფასების ზრდა კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ მოთხოვნა არის ჯანსაღი. ფასების ზრდა მიყვება ეკონომიკური ზრდის ტემპებს და არ აღემატება მას. წლევანდელ პერიოდს თუ ავიღებთ და შევადარებთ შარშანდელს პერიოდს, 9%-ით არის ზრდა.

[ფასების ზრდა] რა თქმა უნდა, გაგრძელდება. იმიტომ რომ, ერთი მხრივ, მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ეკონომიკური ზრდა განაპირობებს მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და ეს ყველაფერი აგენერირებს ამ მოთხოვნას უძრავ ქონებაზე. მეორე მხრივ, რომ შეხედოთ გაცემულ ნებართვებს, წელს გაცემული ნებართვები შარშანდელთან შედარებით ოდნავ შემცირდა. ეს ერთობლიობაში დამატებით მოთხოვნას ქმნის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფასების ზრდა აუცილებლად იქნება", - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

2026 წლის პირველ შვიდ თვეში თბილისში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.45 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27.3%-ით აღემატება. Galt & Taggart-ს კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მეორად ბაზარზე გაყიდვები ჯამურად 17%-ით, პირველად ბაზარზე კი 30%-ით გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

BM.GE

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

BM.GE

ბილ აკმანმა 2027 წელი საფონდო ბირჟებისთვის „საოცარ პერიოდად“ შეაფასა

ბილ აკმანმა 2027 წელი საფონდო ბირჟებისთვის „საოცარ პერიოდად“ შეაფასა

BM.GE

რატომ დაეცა Volvo-ს აქციები 27%-ით?

რატომ დაეცა Volvo-ს აქციები 27%-ით?

BM.GE