მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდია" - ილია წულაია
"უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდია" - ილია წულაია

"უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდია" - ილია წულაია

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 23:50|bm.ge

კომპანია "არქის" დამფუძნებლის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ილია წულაიას განცხადებით, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდია. აღნიშნულის შესახებ მან საქართველოს უძრავი ქონების ყოველწლიურ კონფერენციაზე GREMO 2026-ზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა: „კაპიტალის ახალი ჰაბი - თბილისი გლობალურ საინვესტიციო რუკაზე“.

ილია წულაიას განცხადებით, უძრავი ქონება საინტერესოა როგორც ინვესტორებისთვის, ისე ადგილობრივად და მისი პროგნოზით, მომავალი 5-7 წლის განმავლობაში უძრავი ქონება აღმავალი ტემპით განვითარდება.

"პოზიტიურად ვარ განწყობილი უძრავ ქონებაზე - ვფიქრობ ეს არის საწყისი იმ, დიდი განვითარების რაც მომავალში მოჰყვება უძრავ ქონებას. საქართველო ძალიან მიმზიდველია ამ კუთხით და გლობალურადაც საინტერესოა ინვესტორებისთვის და მომავალი 5-7 წლის განმავლობაში აღმავალი ტემპით განვითარდება უძრავი ქონება, როგორც გაყიდვების ტემპის მიმართულებით, ისე ფასების.

ასევე, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა უფრო მზარდია, ვიდრე სტაბილური. ეს ძალიან სასიხარულოა. ჩემი ხედვით მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში მზარდი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე შენარჩუნდება, როგორც ადგილობრივად, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ისე უცხოელებისთვის", - განაცხადა მან.

რაც შეეხება გამოწვევებს, ილია წულაიამ განაცხადა, რომ ეს არის ხარისხის მიმართ ერთიანი სტანდარტის არქონა.

მან ასევე GREMO 2026-ზე ისაუბრა:"კარგია, რომ ასეთი ღონისძიება ტარდება. უძრავი ქონება მნიშვნელოვანი დარგია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამ სფეროში ჩართულმა ხალხმა უნდა ვიზრუნოთ უძრავი ქონების განვითარებაზე და გრძელვადიან სტაბილურობაზე".

ინფორმაციისთვის: GREMO უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია „პროსპექტის“ მიერ 2021 წელს შეიქმნა. 2024 წლიდან კონფერენცია Business Media Georgia (BMG)-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ქოლგის ქვეშ იმართება.

კონფერენციის უცვლელი წარმდგენია სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი.“

ღონისძიება წელიწადში ორჯერ თბილისსა და ბათუმში ტარდება და მისი მთავარი მიზანია კვლევების, სტატისტიკური მონაცემების, ტენდენციებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიება ტრადიციულად 120-150-მდე CEO-ს, დეველოპერული და სამშენებლო სექტორის ლიდერს, ინვესტორებს, არქიტექტორებს, იურისტებსა და ინსტიტუციური სექტორის წარმომადგენლებს შეკრებს.

დეტალური ინფორმაციებისთვის თვალი ადევნეთ GREMO • გრემო-ს ოფიციალურ გვერდებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოთხოვნა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • სოსო ფხაკაძე: ბიზნესმა უნდა მიაწოდოს განათლების სისტემას ინფორმაცია, რაზეა მოთხოვნა დღეს და რაზე იქნება მოთხოვნა ხვალ - ტექნოლოგიებში განსაკუთრებით გვჭირდება კვალიფიციური კადრებირუსთავი 2
  • გეგელიას თქმით, თანამდებობის პირების დასანქცირების მოთხოვნა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არ არისტვ პირველი
  • დის ინფორმაციით, ისაკო დევიძე კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობსნეტგაზეთი
  • შსს: ზურაბ ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილაფორმულა
მოთხოვნა →

მსგავსი სტატიები

ზამთრის დეფიციტის შესამცირებლად მხოლოდ CFD აუქციონები საკმარისი არ არის - მიხეილ ოდიშარია

ზამთრის დეფიციტის შესამცირებლად მხოლოდ CFD აუქციონები საკმარისი არ არის - მიხეილ ოდიშარია

BM.GE

SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანებაზე მოსალაპარაკებლად ხუთი დირექტორი დანიშნეს

SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანებაზე მოსალაპარაკებლად ხუთი დირექტორი დანიშნეს

BM.GE

ეკონომიკური გათვლა თუ სანქციების შიში?|რომან გოცირიძე სებ-ის რეზერვების მართვის პოლიტიკას აფასებს

ეკონომიკური გათვლა თუ სანქციების შიში?|რომან გოცირიძე სებ-ის რეზერვების მართვის პოლიტიკას აფასებს

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა

თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა

BM.GE