მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანებაზე მოსალაპარაკებლად ხუთი დირექტორი დანიშნეს
SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანებაზე მოსალაპარაკებლად ხუთი დირექტორი დანიშნეს

SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანებაზე მოსალაპარაკებლად ხუთი დირექტორი დანიშნეს

BM.GE25 ნოემბერი, 2026, 00:14|bm.ge

Financial Times-ის ცნობით, ილონ მასკის კომპანიებმა, SpaceX-მა და Tesla-მ, გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებების წარსამართად შექმნილი სპეციალური კომიტეტებისთვის ხუთი დირექტორი დანიშნეს.კერძოდ, პროცესში SpaceX-ის მხრიდან რულოფ ბოთა და რენდი გლეინი ჩაერთნენ, Tesla-ს მხრიდან კი - რობინ დენჰოლმი, კეტლინ უილსონ-ტომპსონი და ჯეკ ჰარტუნგი.

ამასთან, სპეციალურმა კომიტეტებმა დაიქირავეს ფინანსური მრჩევლები, რომლებიც აქციების გაცვლის გზით დაგეგმილი გარიგებისთვის ფინანსურ მოდელებს დააზუსტებენ. გამოცემის ინფორმაციით, SpaceX-ს კონსულტაციას Morgan Stanley და Goldman Sachs-ი გაუწევენ, Tesla-ს კი - Evercore-ი. ბანკირები უკვე სწავლობენ პოტენციური კონგლომერატის იმ მიმართულებებს, რომლებიც ერთმანეთთან უკვე პირდაპირ არიან დაკავშირებულები.

საყურადღებოა, რომ SpaceX-ის ამერიკული თავდაცვითი კონტრაქტებისა და ჩინეთის ბაზარზე Tesla-ს დამოკიდებულების გამო, გაერთიანებას მარეგულირებლის სერიოზული დაბრკოლებები ემუქრება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მასკის გუნდს ფრთხილი მიდგომების არჩევა მოუწევს, რათა კომპანიების გაერთიანებით ცალკეული მიმართულებები არ დაზიანდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დირექტორი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდანრუსთავი 2
  • გამჭვირვალობა: სამცხე ჯავახეთში 11 მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორი კანონს ღიად არღვევსფორმულა
  • ექსკლუზივი: "პირველების" ინფორმაციით, დააკავეს თბილისის მერიის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილიტვ პირველი
  • გლდანის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლესნეტგაზეთი
დირექტორი →

მსგავსი სტატიები

ზამთრის დეფიციტის შესამცირებლად მხოლოდ CFD აუქციონები საკმარისი არ არის - მიხეილ ოდიშარია

ზამთრის დეფიციტის შესამცირებლად მხოლოდ CFD აუქციონები საკმარისი არ არის - მიხეილ ოდიშარია

BM.GE

"უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდია" - ილია წულაია

"უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდია" - ილია წულაია

BM.GE

ეკონომიკური გათვლა თუ სანქციების შიში?|რომან გოცირიძე სებ-ის რეზერვების მართვის პოლიტიკას აფასებს

ეკონომიკური გათვლა თუ სანქციების შიში?|რომან გოცირიძე სებ-ის რეზერვების მართვის პოლიტიკას აფასებს

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა

თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა

BM.GE