მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. UFC მეტა რეიტინგები - რა შეიცვალა ახალ სისტემაში
UFC მეტა რეიტინგები - რა შეიცვალა ახალ სისტემაში

UFC მეტა რეიტინგები - რა შეიცვალა ახალ სისტემაში

BM.GE24 ივნისი, 2026, 11:25|bm.ge

UFC-მა Meta-სთან თანამშრომლობით ახალი Meta რეიტინგის სისტემა წარადგინა, რომელმაც ორგანიზაციის მედიის მიერ შედგენილი რეიტინგები ჩაანაცვლა. ახალი მოდელი Elo-ს სისტემის მსგავს პრინციპზე მუშაობს და მთლიანად მონაცემებზეა დაფუძნებული. მისი მიზანია ადამიანური სუბიექტურობის შემცირება და ისეთი რეიტინგების შექმნა, რომლებიც მებრძოლების რეალურ სპორტულ შედეგებს უფრო ზუსტად ასახავს. სისტემა ყოველ ორშაბათს ავტომატურად განახლდება და თითოეული ღონისძიების შემდეგ სპორტსმენების პოზიციებს მიღწეული შედეგების მიხედვით გადაანაწილებს.

UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი უკვე დიდი ხანია აკრიტიკებდა მედიის რეიტინგებს და აცხადებდა, რომ ისინი ხშირად სპორტსმენების რეალურ მდგომარეობას არ ასახავდა. სწორედ ამიტომ ორგანიზაციამ Meta-სთან ერთად ახალი მოდელი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ უაითი მას ხშირად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემად მოიხსენიებდა, პროექტის შემქმნელები განმარტავენ, რომ რეალურად ეს არის მანქანური სწავლების პრინციპებით შექმნილი, თუმცა მონაცემებზე დაფუძნებული მოდელი და არა დამოუკიდებლად მოაზროვნე ხელოვნური ინტელექტი.

Meta რეიტინგის მთავარი განსხვავება ძველი სისტემისგან ის არის, რომ ის ნაკლებ ყურადღებას აქცევს მებრძოლის რეპუტაციას, კარიერულ მემკვიდრეობასა და პოპულარობას, ხოლო გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ბოლო შედეგებსა და აქტიურობას. თუ მედიის წარმომადგენლები რეიტინგების შედგენისას ხშირად ითვალისწინებდნენ სპორტსმენის მთელ კარიერას, ახალი სისტემა ძირითადად ბოლო პერიოდის გამარჯვებებს აფასებს. მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ მებრძოლი, რომელმაც მეტოქე დაამარცხა, რეიტინგში მასზე მაღლა უნდა განთავსდეს.ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე Meta რეიტინგში Pound-for-Pound რეიტინგი საერთოდ არ არსებობს. UFC-ის განმარტებით, ამისთვის დამატებითი მოდელის შექმნაა საჭირო და შესაბამისი რეიტინგი მოგვიანებით შეიძლება დაემატოს.

საბოლოოდ, UFC-ის ახალი Meta რეიტინგში სისტემა ორგანიზაციის მცდელობაა, რეიტინგები უფრო ობიექტური, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული გახდეს. აქტიური მებრძოლები, რომლებიც რეგულარულად იმარჯვებენ, უფრო სწრაფად დაწინაურდებიან, ხოლო სპორტსმენები, რომლებიც წარსული მიღწევების ხარჯზე ინარჩუნებდნენ მაღალ პოზიციებს, რეიტინგში დაეშვებიან. თუმცა სისტემას ჯერ კიდევ სჭირდება დახვეწა, განსაკუთრებით წონის ჩაუტევლობის, გამარჯვების ხარისხისა და პირდაპირი დაპირისპირებების შედეგების გათვალისწინების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ UFC ამტკიცებს, რომ პროცესი თითქმის სრულად ავტომატიზებულია, დანა უაითს ბოლომდე არ გამოურიცხავს, რომ გარდამავალ პერიოდში გარკვეული ადამიანური ჩარევაც შენარჩუნდეს. სწორედ ამიტომ, მომდევნო თვეები აჩვენებს, შეძლებს თუ არა Meta რეიტინგი მართლაც გახდეს MMA-ის ყველაზე სამართლიანი და სანდო სარეიტინგო სისტემა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სებ-მა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი „ვალუტა+“ ₾5.5 მილიონით დააჯარიმა - მიზეზები

სებ-მა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი „ვალუტა+“ ₾5.5 მილიონით დააჯარიმა - მიზეზები

BM.GE

"სომხეთი ევროპაში განვითარებული მოვლენების შუაგულში შეიძლება აღმოჩნდეს"– EU-ს ელჩი სომხეთში

"სომხეთი ევროპაში განვითარებული მოვლენების შუაგულში შეიძლება აღმოჩნდეს"– EU-ს ელჩი სომხეთში

BM.GE

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

BM.GE

გაჩნდება ერთი მონოპოლისტი კომპანია, ბაზარზე კონკურენცია აღარ იქნება - ძნელაშვილი უნივერსალურ სალარო აპარატებზე

გაჩნდება ერთი მონოპოლისტი კომპანია, ბაზარზე კონკურენცია აღარ იქნება - ძნელაშვილი უნივერსალურ სალარო აპარატებზე

BM.GE