
უკრაინამ ერთ კვირაში რუსეთის მეექვსე ნავთობქარხანაზე მიიტანა იერიში
უკრაინამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის მეექვსე ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა დაბომბა. ამჯერად, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთში სიდიდით მეორე, ლენინგრადის ოლქში მდებარე კირიშის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბეს.
ცნობისთვის, კირიშის ქარხანას წელიწადში 20 მილიონი მეტრული ტონა ნავთობის წარმოება შეუძლია და დასავლური, მათ შორის აშშ-ის სანქციების სამიზნეს წარმოადგენს. ობიექტი რუსეთის მასშტაბით გადამუშავებული ნავთობის 6%-ზე მეტს, მათ შორის ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ საწვავს აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ ობიექტზე უკრაინული დრონებით შეტევა 30 აგვისტოსაც განხორციელდა, ხოლო 5 მაისს იერიშის შედეგად ქარხნის ოთხი დანადგარიდან სამი დაზიანდა, რის გამოც გადამუშავების პროცესი დროებით შეჩერდა.
რაც შეეხება შეტევების განახლების ფონს, უკრაინამ რუსულ ენერგოობიექტებზე იერიშები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებით დაწყებული დროებითი პაუზის შემდეგ განაახლა. Kyiv Independent-თან საუბრისას უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ კიევი 31 ოქტომბერს ტრამპის მიერ ცალმხრივად გამოცხადებულ ე.წ. ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს არ დათანხმებია.
BM.GE
წყარო: bm.ge