ევროკომისია და ევროპული საბჭო აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ს სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ერთობლივ დელეგაციას გაგზავნიან.
ამ ეტაპზე უცნობია, შეხვდება თუ არა ევროკავშირის დელეგაცია რუსეთის წარმომადგენლებს პირისპირ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ თქვა, რომ ევროკავშირი აბუ-დაბიში პარტნიორებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
ევროკავშირის დელეგაციას ფონ დერ ლაიენის კაბინეტის ხელმძღვანელი ბიორნ საიბერტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ანა-მარია ბურა უხელმძღვანელებენ.
10-11 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრებზე ჩავლენ საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებიც.
აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი იქნებიან. უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, რუსეთისას კი – ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge