მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინამ რუსეთის ორ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინამ რუსეთის ორ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინამ რუსეთის ორ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში - ვოლოდიმირ ზელენსკი

BM.GE7 აგვისტო, 2026, 00:08|bm.ge

უკრაინამ რუსეთის ორ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა იაროსლავლში მდებარე Slavneft-Yanos-ის და ბაშკორტოსტანის Bashneft-Novoil-ის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე დარტყმები განახორციელეს.

"დღეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა "სანქციებმა" კიდევ ერთხელ შეამცირა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, რომლითაც ის ომსა და უკრაინელების მკვლელობებს აფინანსებს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა აგრესორის ობიექტებს ფრონტის ხაზიდან 1 300 კილომეტრზე მეტი მანძილიდან დაარტყეს. ბაშკორტოსტანში Bashneft-Novoil-ის ქარხანა დაზიანდა, ხოლო იაროსლავლის ოლქში, ჩვენი საზღვრიდან თითქმის 700 კილომეტრში, Slavneft-YANOS-ის ქარხანაზე იერიში განხორციელდა.

წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი პასუხი რუსულ აგრესიაზე შავ ზღვაშიც. კერძოდ, ორი სამხედრო საპატრულო კატარღა და ჩრდილოვანი ფლოტის გემები დაზიანდა.

მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალების ყველა მებრძოლს, რომლებიც ჩვენს შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებს სისტემატურად აფართოებენ და ამით დიპლომატიის შანსებს ზრდიან. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს", - წერს ზელენსკი.

იაროსლავლის გუბერნატორის, მიხაილ ევრაევის განცხადებით, რეგიონზე თავდამსხმელი უკრაინული დრონები განადგურდა, თუმცა ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა სამ სახლში ხანძარი გამოიწვია.

ევრაევის ინფორმაციით, ნამსხვრევებისგან ოთხი ადამიანი დაშავდა. ის ასევე აღნიშნავს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ნავთობსაცავის რეზერვუარები დააზიანა. საგანგებო სამსახურები ხანძრის ლიკვიდაციისთვის მუშაობენ. გუბერნატორის თქმით, რეგიონს საფრთხე აღარ ემუქრება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 212 სტატია.

  • რუსეთმა უკრაინაში მონასტერი დაბომბა - 1 სასულიერო პირი დაიღუპა, 4 დაშავდაფორმულა
  • რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაშიიმედი
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
უკრაინის →ზელენსკის →

მსგავსი სტატიები

"[უცხოური] კომპანიები ტენდერებში დემპინგურ ფასად შედიან" - რატომ ითხოვს ინფრასტრუქტურის დარგი საფასო შეღავათებს?

"[უცხოური] კომპანიები ტენდერებში დემპინგურ ფასად შედიან" - რატომ ითხოვს ინფრასტრუქტურის დარგი საფასო შეღავათებს?

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

მშენებარე ბინა, ახალი მანქანა და დანაზოგი - გენერალური პროკურორის ახალი დეკლარაცია

მშენებარე ბინა, ახალი მანქანა და დანაზოგი - გენერალური პროკურორის ახალი დეკლარაცია

BM.GE

საქართველოს შრომის ბაზარზე სტაგნაციაა - გიორგი ხიშტოვანი

საქართველოს შრომის ბაზარზე სტაგნაციაა - გიორგი ხიშტოვანი

BM.GE