მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინამ რუსეთის რეგიონებსა და Lukoil-ის ქარხანაზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთის რეგიონებსა და Lukoil-ის ქარხანაზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის რეგიონებსა და Lukoil-ის ქარხანაზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 20:17|bm.ge

რუსეთის რამდენიმე რეგიონში სამრეწველო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, პერმის მხარეში უკრაინული თავდასხმის მთავარი სამიზნე კომპანია Lukoil-ის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა გახდა. ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მახონინმა ადგილობრივ სამრეწველო ობიექტზე შეტევის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.

მონიტორინგის ჯგუფების ცნობით, დარტყმა LUKOIL-Пермнефтеоргсинтез-ის საწარმოზე განხორციელდა. ამ ეტაპისთვის უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე ინციდენტის შედეგად.

Lukoil-ის ქარხანაზე დარტყმის პარალელურად, უკრაინული დრონებით თავდასხმას ნგრევა და მოქალაქეების დაშავება მოჰყვა ვორონეჟისა და ულიანოვსკის ოლქებში. ვორონეჟის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში 88 უპილოტო აპარატი გაანადგურეს, თუმცა მათმა ნაწილმა ოლქში შეღწევა მაინც შეძლო. რეგიონში ოთხი ადამიანი დაშავდა, ჭურვების ნამსხვრევებმა კი საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და სამრეწველო ობიექტები დააზიანა.

ულიანოვსკის ოლქში, გუბერნატორ ალექსეი რუსკიხის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რვა მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა. შექმნილი ვითარების გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის მასშტაბით სკოლებსა და კოლეჯებში სასწავლო პროცესი შეაჩერა.

ცნობისთვის, პერმში მდებარე Lukoil-ის ქარხანა უკრაინის საზღვრიდან 1,500-ზე მეტი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ საწარმოზე თავდასხმები მიმდინარე წელს აპრილში, მაისში, ივლისსა და აგვისტოშიც განხორციელდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 271 სტატია.

  • ევროკავშირი აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დელეგაციას გაგზავნისტვ პირველი
  • ჩრდილოეთ ევროპის 10 ქვეყანა რუსეთის შეკავების მიზნით საზღვაო ალიანსს ქმნისფორმულა
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
  • ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართებარუსთავი 2
რუსეთის →უკრაინის →მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

BM.GE