მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინამ ვოლგოგრადში Lukoil-ის ქარხანას დრონებით შეუტია
უკრაინამ ვოლგოგრადში Lukoil-ის ქარხანას დრონებით შეუტია

უკრაინამ ვოლგოგრადში Lukoil-ის ქარხანას დრონებით შეუტია

BM.GE29 მაისი, 2026, 14:59|bm.ge

უკრაინამ რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტია, ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. რუსული ტელეგრამარხის, Astra-ს ცნობით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ქარხანას, რომელიც რუსეთის მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიას, Lukoil-ს ეკუთვნის.

აღნიშნული ობიექტი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ვოლგოგრადის ოლქში უდიდესი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაა.

ქარხანა წარსულშიც არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე, მათ შორის თებერვალში, როდესაც თავდასხმა უკრაინის გენერალურმა შტაბმაც დაადასტურა.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა.

ამავე დროს, რუსული ტელეგრამარხი Astra იუწყება, რომ აღნიშნული მხოლოდ ორი კილომეტრითაა დაშორებული სამხედრო ქარხანა "ტიტან ბარიკადისგან", კერძოდ, რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავდაცვითი საწარმოა და რომელიც სტრატეგიული სარაკეტო სისტემებისთვის გამშვებ მოწყობილობებს აწარმოებს.

ცნობისთვის, ქალაქი ვოლგოგრადი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრიდან დაახლოებით 354 კილომეტრში მდებარეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდაფორმულა
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE