მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინაში წლის პირველ ნახევარში 169,000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა
უკრაინაში წლის პირველ ნახევარში 169,000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა

უკრაინაში წლის პირველ ნახევარში 169,000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა

BM.GE2 აგვისტო, 2026, 22:57|bm.ge

2026 წლის პირველ ექვს თვეში უკრაინელებმა 96.6 მილიარდი ჰრივნის ($2.15 მლრდ.) ღირებულების 169,000-ზე მეტი მსუბუქი ავტომობილი შეიძინეს. სახელმწიფო უწყების მონაცემებით, ბაზარზე მოთხოვნა ძირითადად ტრადიციულ, შიგაწვისძრავიან სატრანსპორტო საშუალებებზე იყო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ იმპორტის ნახევარზე მეტი, 54.5% ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე მოვიდა, ხოლო დიზელის მოდელებმა 20.3% დაიკავეს. რაც შეეხება ელექტრომობილებს, მათმა წილმა მხოლოდ 13% შეადგინა, ჰიბრიდული ავტომობილების მაჩვენებელმა კი 12.1%-ს მიაღწია.

ფასების მიხედვით ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები ჰიბრიდების კატეგორიაში დაფიქსირდა, სადაც მანქანების საშუალო ღირებულებამ $27,000 შეადგინა. შედარებისთვის, დიზელის ავტომობილების საშუალო ფასმა $16 000, ბენზინზე მომუშავე ტრანსპორტისამ $9,000. ხოლო ელექტრომობილებისამ $10,000 შეადგინა

როგორც ირკვევა, ელექტროტრანსპორტის სეგმენტში ვარდნა 2022 წლიდან მოქმედი საგადასახადო შეღავათების გაუქმებამ გამოიწვია.

საყურადღებო ფაქტია, რომ შეძენილი ავტომობილების 70%-ზე მეტი მეორადი ტრანსპორტი იყო, რომელმაც ბიუჯეტში 17.7 მილიარდი ჰრივნის ($394 მლნ.) საბაჟო გადასახადი შეიტანა. ახალი ავტომობილების იმპორტიდან კი სახელმწიფომ 14.4 მილიარდი ჰრივნა ($320 მლნ.) მიიღო.

ავტომობილების ძირითადი მომწოდებელი ამერიკის შეერთებული შტატები გახდა, საიდანაც 73,200 ერთეული ტრანსპორტი შევიდა. გერმანიიდან უკრაინამ 17,300 ავტომობილი შეიძინა, ხოლო პოლონეთიდან 14,600 ერთეულის იმპორტი განხორციელდა. ცნობისთვის, ამ სამ ქვეყანაზე მთლიანი იმპორტის 62% მოვიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 260 სტატია.

  • უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ რუსი ბიზნესმენების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ სანქციების შემსუბუქება მიუღებელიაიმედი
  • უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდაფორმულა
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

აშშ ისრაელისთვის 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების ბომბების გადაცემას გეგმავს

აშშ ისრაელისთვის 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების ბომბების გადაცემას გეგმავს

BM.GE

„ოენო“ - ღვინის საგანმანათლებლო ჰაბი პროფესიონალებისა და ენთუზიასტებისთვის

„ოენო“ - ღვინის საგანმანათლებლო ჰაბი პროფესიონალებისა და ენთუზიასტებისთვის

BM.GE

კრიტიკის შემდეგ, Meta უკამერო ჭკვიანი სათვალის გამოშვებას გეგმავს

კრიტიკის შემდეგ, Meta უკამერო ჭკვიანი სათვალის გამოშვებას გეგმავს

BM.GE

Tasteit-ი Techstars USA-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა და 220,000 დოლარის ინვესტიცია მოიპოვა

Tasteit-ი Techstars USA-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა და 220,000 დოლარის ინვესტიცია მოიპოვა

BM.GE