მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინისთვის მსოფლიო ბანკის €236-მილიონიანი სესხის გარანტორი შვედეთი იქნება
უკრაინისთვის მსოფლიო ბანკის €236-მილიონიანი სესხის გარანტორი შვედეთი იქნება

უკრაინისთვის მსოფლიო ბანკის €236-მილიონიანი სესხის გარანტორი შვედეთი იქნება

BM.GE30 მაისი, 2026, 21:19|bm.ge

შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მსოფლიო ბანკს მეორე გარანტია მისცეს, რაც უკრაინას დაახლოებით 2.5 მილიარდი შვედური კრონის (236 მლნ ევრო) ოდენობის სესხის მიღების საშუალებას მისცემს.

შვედეთის მთავრობის განცხადებით, სესხი, სხვა საჭიროებებთან ერთად, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით გამოწვეული აუცილებელი სახელმწიფო ხარჯების დასაფარად იქნება გამოყენებული.

„უკრაინა დაფინანსების როგორც მყისიერი, ისე გრძელვადიანი გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ შვედეთი ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მეშვეობით მას საბიუჯეტო მხარდაჭერას უწევს. ვამაყობ, რომ ამ გარანტიით შვედეთი უკრაინას ომის მიუხედავად აუცილებელი სახელმწიფო სერვისების შენარჩუნებაში ეხმარება. ეს გარანტია არის ინვესტიცია არა მხოლოდ უკრაინის მომავალსა და თავისუფლებაში, არამედ ევროპისა და შვედეთის მომავალშიც“, - განაცხადა საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ბენჯამინ დუსამ.

ეს გადაწყვეტილება შვედეთის პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გაცემული ავტორიზაციის საფუძველზე მიიღეს, რაც მთავრობას 2026 წელს საგარანტიო ხელშეკრულებების გაფორმების უფლებას აძლევს.

როგორც ცნობილია, გარანტია მსოფლიო ბანკს მიეცემა, რაც უკრაინას ბანკის მხარდაჭერის პროგრამის, PEACE-ის ფარგლებში სესხების მიღების საშუალებას მისცემს. სხვა საკითხებთან ერთად, პროგრამა პენსიებს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს და ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფებისა თუ იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას აფინანსებს.

ახალი გარანტიის ჩათვლით, შვედეთის მიერ უკრაინის დაკრედიტებისთვის მსოფლიო ბანკისთვის მიცემული ჯამური გარანტიები დაახლოებით 280 მილიონ ევროს შეადგენს. გარანტია 2056 წლამდე იქნება ძალაში და ის გრძელვადიან ვალდებულებას წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდაფორმულა
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE