მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აფსკის ნავთობქარხანაში ხანძარი გაჩნდა
უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აფსკის ნავთობქარხანაში ხანძარი გაჩნდა

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აფსკის ნავთობქარხანაში ხანძარი გაჩნდა

BM.GE14 ივლისი, 2026, 23:06|bm.ge

რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფსკის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რამაც საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გამოიწვია.

The Moscow Times-ის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ქარხნის მიმდებარედ დაახლოებით შუაღამისას გაისმა, რის შემდეგაც ცეცხლი საწარმოს რეზერვუარების პარკის ტერიტორიაზე გავრცელდა. ადგილობრივი საგანგებო შტაბის მონაცემებით, შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება ორმა ადამიანმა მიიღო. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე ლიკვიდაციის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

აფსკის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა, რომელიც ბენზინს, დიზელის საწვავს, გაზის კონდენსატის დისტილატებსა და გოგირდს აწარმოებს და ძირითადად საექსპორტო მიწოდებაზე ორიენტირებულ ობიექტს წარმოადგენს.

საყურადღებოა, რომ დასახელებულ სტრატეგიულ ობიექტზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების წინა თავდასხმა 11 ივნისს განხორციელდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Google, Microsoft, Anthropic და OpenAI კიბერუსაფრთხოების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებენ

Google, Microsoft, Anthropic და OpenAI კიბერუსაფრთხოების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებენ

BM.GE

მსოფლიო არ არის მზად იმ ცვლილებებისთვის, რასაც AI გამოიწვევს - ბილ გეიტსი

მსოფლიო არ არის მზად იმ ცვლილებებისთვის, რასაც AI გამოიწვევს - ბილ გეიტსი

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

მესტიის აეროპორტის არსებული ტერმინალი ვეღარ პასუხობს მგზავრთნაკადს - ახალი ტერმინალის 15 მილიონიანი ტენდერი

მესტიის აეროპორტის არსებული ტერმინალი ვეღარ პასუხობს მგზავრთნაკადს - ახალი ტერმინალის 15 მილიონიანი ტენდერი

BM.GE