მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ და საავიაციო ქარხნებს შეუტიეს
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ და საავიაციო ქარხნებს შეუტიეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ და საავიაციო ქარხნებს შეუტიეს

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 18:10|bm.ge

რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ორ სტრატეგიულ სამრეწველო ობიექტს - ლენინგრადის ოლქის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანასა და ნოვგოროდის საავიაციო საწარმოს დაარტყეს.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და მონიტორინგის არხების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა იერიში ქალაქ კირიშიში მოქმედ Киришинефтеоргсинтез-სა და სტარაია-რუსაში მდებარე 123-ე საავიაციო სარემონტო ქარხანაზე მიიტანეს.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, ნავთობსაწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო ქალაქ ვსევოლოჟსკში საცხოვრებელ კორპუსზე დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რაც შეეხება ნოვგოროდის ოლქს, აფეთქებების სერია ქალაქ სტარაია-რუსაში, 123-ე საავიაციო სარემონტო ქარხნის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ცნობისთვის, ეს საწარმო სახელმწიფო თავდაცვის კონგლომერატ Rostec-ის შემადგენლობაში შედის და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების - Il-76-ის, Il-78-ისა და L-410-ის, ასევე საავიაციო ძრავების შეკეთებასა და მომსახურებაზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერის გამო, ევროკავშირმა ამ ქარხანას საერთაშორისო სანქციები უკვე დაუწესა.

რაც შეეხება ლენინგრადის ოლქში დაზიანებულ Киришинефтеоргсинтез-ს, ის ნავთობკომპანია Surgutneftegas-ის შვილობილი საწარმოა. ეს ქარხანა რუსეთში ნედლი ნავთობის გადამუშავების საერთო მოცულობის თითქმის 7%-ს, ანუ დღეში 350,000 ბარელს ამუშავებს.

ცნობისთვის, უკრაინამ რუსულ ნავთობინფრასტრუქტურაზე იერიშები მას შემდეგ განაახლა, რაც მოსკოვმა უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვა ტრამპის მოწოდების მიუხედავად განაგრძო.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი რუსეთის ნავთობსაწარმოებზე დარტყმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაჩერებს, თუ მოწინააღმდეგე უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე თავდასხმებს შეწყვეტს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 277 სტატია.

  • რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა - ვირუსი რისკჯგუფებს გასცდატვ პირველი
  • აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებარუსთავი 2
  • უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრაფორმულა
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

საპენსიო ფონდის მიერ მოქალაქეებზე გაცემულმა თანხამ უკვე ₾200 მილიონს გადააჭარბა

საპენსიო ფონდის მიერ მოქალაქეებზე გაცემულმა თანხამ უკვე ₾200 მილიონს გადააჭარბა

BM.GE

თურქეთში, HABAŞ-ის ფოლადის საწარმოში მომხდარ აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, HABAŞ-ის ფოლადის საწარმოში მომხდარ აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა

BM.GE

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცა - მერია

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცა - მერია

BM.GE

MTA.SKI ამუშავდა – სამთო კურორტების აბონემენტები ონლაინ მხოლოდ ერთ ვებგვერდზე გაიყიდება

MTA.SKI ამუშავდა – სამთო კურორტების აბონემენტები ონლაინ მხოლოდ ერთ ვებგვერდზე გაიყიდება

BM.GE