მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უნდა დაისახოს გეგმა, რაც [სურსათზე] ფასნამატი არსებითად შემცირებას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
უნდა დაისახოს გეგმა, რაც [სურსათზე] ფასნამატი არსებითად შემცირებას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

უნდა დაისახოს გეგმა, რაც [სურსათზე] ფასნამატი არსებითად შემცირებას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

BM.GE26 ივნისი, 2026, 18:07|bm.ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უნდა დაისახოს გეგმა, რომელიც სურსათზე ფასნამატების არსებითად შემცირებას უზრუნველყოფს. მან ამის შესახებ პარლამენტში განაცხადა, სადაც ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა.

სადეპუტატო კითხვებისას "ფასების საპარლამენტო კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი დაინტერესდა კომისიის მიერ გაწერილი რეკომენდაციით, ფასწარმოქმნის ჯაჭვის შემცირებისა და ლოგისტიკური ცენტრების განვითარებისთვის რა გეგმა აქვს მთავრობას. მათ აღნიშნა, რომ სურსათის ფასწარმოქმნაში ამ კომპონენტს მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია, რაზედაც ირაკლი კობახიძემ უპასუხა რომ ამ მხრივ სტრუქტურული პრობლემები არსებობს და მის გადასაჭრელად სათანადო გეგმა უნდა დაისახოს.

„როგორც საპარლამენტო კომისიამაც დაადგინა, არის სერიოზული სტრუქტურული პრობლემები, რის გამოსწორებასაც სჭირდება გარკვეული დრო, მათ შორის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და ასე შემდეგ. ამისათვის უნდა დაისახოს სათანადო გეგმა, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ ფასნამატი, რომელიც დღეს არის მაღალი, 86%, შეიძლება არსებითად შემცირდეს. თუმცა ამას დასჭირდება, კიდევ ერთხელ სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ გეგმაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ეკონომიკური ზრდა მოგვცემს საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ ხელფასები"|კობახიძე

"ეკონომიკური ზრდა მოგვცემს საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ ხელფასები"|კობახიძე

BM.GE

საუდის არაბეთი აზიისთვის ნავთობის ფასს მკვეთრად შეამცირებს

საუდის არაბეთი აზიისთვის ნავთობის ფასს მკვეთრად შეამცირებს

BM.GE

ისწავლე აშშ-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით - Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება მალე დასრულდება

ისწავლე აშშ-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით - Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება მალე დასრულდება

BM.GE

OpenAI საფონდო ბირჟაზე წელს აღარ გამოვა

OpenAI საფონდო ბირჟაზე წელს აღარ გამოვა

BM.GE