
"ეკონომიკური ზრდა მოგვცემს საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ ხელფასები"|კობახიძე
"ეკონომიკური ზრდა ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ხელფასები ეტაპობრივად სათანადოდ გავზარდოთ" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მათი მთავრობის მიდგომა, რაც 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში აისახება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრობლემები იყო სკოლების მშენებლობებთან დაკავშირებით, თუმცა უკვე სათანადო ვადებში გაგრძელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.
„რაც შეეხება სკოლების მშენებლობის შეფერხებას, სერიოზული პრობლემა იყო დაგეთანხმებით, ნამდვილად შეფერხდა სკოლების მშენებლობა. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, იყო მანკიერი პრაქტიკა ჩამოყალიბებული სამინისტროს კონკრეტულ უწყებაში, განათლების სამინისტროს ვგულისხმობ. ამის გამო ჩვენ მოგვიწია პროცესის შეჩერება თვეების განმავლობაში და შემდეგ თავიდან დაიწყო ეს პროცესი, თუმცა ახლა უკვე ეს ყველაფერი ჩავლილია და სათანადო ვადებში გაგრძელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. რაც შეეხება სკოლებში ხელფასების ზრდას, აქაც ეკონომიკური ზრდა ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები. ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება, რა თქმა უნდა, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში და სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge