მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უნგრეთის პრემიერი პრეზიდენტის გადასაყენებლად კონსტიტუციის შეცვლასაც არ გამორიცხავს
უნგრეთის პრემიერი პრეზიდენტის გადასაყენებლად კონსტიტუციის შეცვლასაც არ გამორიცხავს

უნგრეთის პრემიერი პრეზიდენტის გადასაყენებლად კონსტიტუციის შეცვლასაც არ გამორიცხავს

BM.GE3 ივნისი, 2026, 02:12|bm.ge

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის თანამდებობიდან გადასაყენებლად კონსტიტუციის შეცვლით იმუქრება. არსებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტამაშ შუიოკმა 31 მაისამდე გადადგომაზე უარი განაცხადა.

როგორც ირკვევა, უნგრეთის პრემიერი ყოფილი ლიდერის, ვიქტორ ორბანის მოკავშირედ მიჩნეული პრეზიდენტის მოსაშორებლად ყველა არსებული სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას აპირებს. პეტერ მადიარის თქმით, ამ პროცესს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება და მთავრობა საჭირო კანონმდებლობის მაქსიმალურად სწრაფად მიღებას ეცდება. ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის მეთაურმა ასევე განმარტა, რომ ეს ნაბიჯი აღსრულებაა იმ საარჩევნო დაპირებისა, რასაც ექს-პრემიერ ორბანის „ყველა მარიონეტის“ თანამდებობიდან გათავისუფლება ჰქვია.

რაც შეეხება უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკმა საკუთარი პოსტის დატოვებაზე კატეგორიული უარი არაერთხელ, ყველას ბოლოს კი კვირას განაცხადა. მისი განმარტებით, საპრეზიდენტო მანდატის ღირსება მისგან მტკიცედ დგომას მოითხოვს. ცნობისთვის, მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 2029 წლის მარტში იწურება.

აღსანიშნავი ფაქტი, რომელზეც ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ არის ის, რომ კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს. ექსპერტების შეფასებით, მსგავს ხისტ ნაბიჯებს ბრიუსელში კრიტიკულად შეხვდებიან, იმის მიუხედავად, ვის ინტერესებს იცავს მოქმედი პრეზიდენტი. ანალიტიკოსები იხსენებე გასულ კვირას ურსულა ფონ დერ ლაიენთან მადიარის შეხვედრასაც, რომლის მიზანიც ბუდაპეშტისთვის მილიარდობით ევროს ოდენობის გაყინული დაფინანსების გამოყოფა იყო. პოლიტიკური მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ თუ მადიარი პრეზიდენტის ჩამოშორებას ეცდება, ეს მიღწეულ შეთანხმებას საფრთხის წინაშე დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ ტამაშ შუიოკი უნგრეთის პრეზიდენტად 2024 წელს მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისმა წინამორბედმა, კატალინ ნოვაკმა თანამდებობა სკანდალის გამო დატოვა. აღსანიშნი ფაქტია, რომ მოქმედმა პრემიერმა ტამაშ შუიოკის გადადგომა მიმდინარე წლის აპრილში გამართულ არჩევნებში გამარჯვებისთანავე მოითხოვა და პრეზიდენტი კანონის უზენაესობის უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობსიმედი
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE