მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უორენ ბაფეტი Berkshire-ის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს
უორენ ბაფეტი Berkshire-ის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

უორენ ბაფეტი Berkshire-ის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 19:08|bm.ge

ამერიკელი მილიარდერი ინვესტორი, უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს, რომელსაც ის 1970 წლიდან იკავებდა.

როგორც ირკვევა, 96 წლის ლეგენდარული ინვესტორი კომპანიის მართვაში მონაწილეობას საპატიო თავმჯდომარის, ანუ ემერიტუსის სტატუსით გააგრძელებს, დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობას კი მისი შვილი, ჰოვარდ ბაფეტი დაიკავებს, რომელიც საბჭოს წევრი 1993 წლიდან არის.

შეგახსენებთ, რომ უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი გასული წლის ბოლოს დატოვა და CEO-ს პოზიცია გრეგ აბელს გადაულოცა.

აქციონერებისადმი გაგზავნილ წერილში უორენ ბაფეტმა აღნიშნა, რომ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება, ნაწილობრივ, მოქმედი გენერალური დირექტორის, გრეგ აბელის წარმატებულმა საქმიანობამ განაპირობა, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა. პარალელურად, ბაფეტმა საკუთარ ასაკზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი ერთ წლის შვილიშვილი ამჟამად მასზე სწრაფად გადაადგილდება.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბაფეტის ქონება ამჟამად $145 მილიარდს შეადგენს, რაცით ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-10 პოზიციას იკავებს; ხოლო Berkshire-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.1 ტრილიონს შეადგენს და ის ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი საინვესტიციო ჰოლდინგია.

ყველანაირი ობიექტური თუ სუბიექტური შეფასებით, უორენ ბაფეტი ისტორიაში ყველაზე წარმატებული და გავლენიანი ინვესტორია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა ნავთობქიმიური პროდუქციის ექსპორტი 3 თვით აკრძალა

რუსეთმა ნავთობქიმიური პროდუქციის ექსპორტი 3 თვით აკრძალა

BM.GE

გიორგი მაისურაძე: „განვითარება მოქმედებით იწყება“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის ისტორია

გიორგი მაისურაძე: „განვითარება მოქმედებით იწყება“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის ისტორია

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, რუსთაველის რეაბილიტაციის დასრულების ვადა არ შეცვლილა - მერია

კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, რუსთაველის რეაბილიტაციის დასრულების ვადა არ შეცვლილა - მერია

BM.GE