მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უორენ ბაფეტმა გეიტსების საქველმოქმედო ფონდისთვის ყოველწლიური შეწირულების გადაცემა გადადო
უორენ ბაფეტმა გეიტსების საქველმოქმედო ფონდისთვის ყოველწლიური შეწირულების გადაცემა გადადო

უორენ ბაფეტმა გეიტსების საქველმოქმედო ფონდისთვის ყოველწლიური შეწირულების გადაცემა გადადო

BM.GE1 ივლისი, 2026, 00:28|bm.ge

ლეგენდარულმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდისთვის ყოველწლიური შეწირულების გადაცემა დროებით გადადო.

როგორც ირკვევა, Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელი ბილ გეიტსსა და სექსუალურ დანაშაულებში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინს შორის არსებული კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების დასრულებას ელოდება.

ამასთან, ეს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბაფეტის მხრიდან შეწირულობის დაგვიანების პირველი შემთხვევაა. არსებული ინფორმაციით, 95 წლის მილიარდერი და მასთან დაახლოებული პირები ფონდის აღმასრულებელ დირექტორ მარკ სუზმანს უკვე დაუკავშირდნენ. ინვესტორი საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს მიიღებს.

რაც შეეხება ბილ გეიტსთან ურთიერთობას, ბაფეტმა CNBC-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მასთან კომუნიკაცია სკანდალური დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ საერთოდ არ ჰქონია.

ცნობისთვის, უორენ ბაფეტმა 2006 წლიდან დღემდე ფონდს კომპანიის აქციების სახით $43 მილიარდზე მეტი გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ბილ გეიტსმა აშშ-ის კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემისას ჯეფრი ეპშტეინთან შეხვედრებს სერიოზული შეცდომა უწოდა და ჩადენილი ქმედებები ინანა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Comcast-მა NBCUniversal-ისა და Sky-ს ცალკე გამოყოფა გადაწყვიტა

Comcast-მა NBCUniversal-ისა და Sky-ს ცალკე გამოყოფა გადაწყვიტა

BM.GE

Alphabet-ი Dow Jones-ის ინდუსტრიულ ინდექსს შეუერთდა

Alphabet-ი Dow Jones-ის ინდუსტრიულ ინდექსს შეუერთდა

BM.GE

Shell-ის პროგნოზით, 2050 წლისთვის LNG-ზე მოთხოვნა 65%-ით გაიზრდება

Shell-ის პროგნოზით, 2050 წლისთვის LNG-ზე მოთხოვნა 65%-ით გაიზრდება

BM.GE

წელს, I-VI კლასელები [ჩაიცვამენ ფორმას] და ყოველ წელს თითო კლასი დაემატება - გივი მიქანაძე

წელს, I-VI კლასელები [ჩაიცვამენ ფორმას] და ყოველ წელს თითო კლასი დაემატება - გივი მიქანაძე

BM.GE