მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უპილოტო საფრენი აპარატების იმპორტი გაიზარდა - საიდან ვყიდულობთ?
უპილოტო საფრენი აპარატების იმპორტი გაიზარდა - საიდან ვყიდულობთ?

უპილოტო საფრენი აპარატების იმპორტი გაიზარდა - საიდან ვყიდულობთ?

BM.GE2 ივლისი, 2026, 03:55|bm.ge

2026 წელს 5 თვეში საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების იმპორტი გაიზარდა. ქვეყანაში იანვარ-მაისის განმავლობაში 886 ათასი დოლარის ღირებულების 2.1 ტონა საფრენი აპარატი შემოვიდა. იმპორტი მცირეა, თუმცა წლიური ზრდა 39.5% იყო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატების მთავარი იმპორტიორი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელზედაც იმპორტის ნახევარზე მეტი მოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

• არაბთა გაერთიანებული საამიროები - $556 ათასი, 900 კგ; • ლატვია - $100 ათასი, 200 კგ; • ჩინეთი - $80 ათასი, 500 კგ; • აშშ - $43 ათასი, 200 კგ; • ვიეტნამი - $41 ათასი, 100 კგ; • უნგრეთი - $28 ათასი, 200 კგ; • ნორვეგია - $17 ათასი;

აღსანიშნია, რომ 2025 წელს ქვეყანამ ჯამში 2 მილიონი დოლარის ღირებულების 5 ტონა უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინა, რაც ღირებულებით და მოცულობით 2024 წლის იმპორტს მცირედით აღემატებოდა [2024 წელი $1.8 მლნ, 4.9 ტონა].

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE