მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა - სააგენტო
უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა - სააგენტო

უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა - სააგენტო

BM.GE13 ივლისი, 2026, 22:39|bm.ge

უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების უნებართვო მშენებლობა სააგენტოს გაფრთხილების საფუძველზე შეჩერებულია. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი ოპერატიულად მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით მიღებული შემდგომი გადაწყვეტილებების შესახებ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შეგვახსენებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს.

უშგულის ლამარია, რომელიც სოფელ ჟიბიანის ზემოთ მდებარეობს, IX-X საუკუნეებით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ჩაიხანამ“, 8 ივლისს, გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, თანამედროვე სამშენებლო მასალით, ბლოკით სატრაპეზოები შენდება. ამის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ თქვა, რომ ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიები უნებართვოდ შენდება და უწყებამ საკითხის შესწავლა დაიწყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

BM.GE

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

BM.GE

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

BM.GE

რუსული ხორბლის ექსპორტზე ბაჟი 1.4-ჯერ გაიზარდა

რუსული ხორბლის ექსპორტზე ბაჟი 1.4-ჯერ გაიზარდა

BM.GE