მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უცხო ქვეყნის მოქალაქემ გათბობის სისტემების შეძენა-მონტაჟის დაპირებით დაზარალებულის ₾136 000 მიისაკუთრა | პროკურატურა
უცხო ქვეყნის მოქალაქემ გათბობის სისტემების შეძენა-მონტაჟის დაპირებით დაზარალებულის ₾136 000 მიისაკუთრა | პროკურატურა

უცხო ქვეყნის მოქალაქემ გათბობის სისტემების შეძენა-მონტაჟის დაპირებით დაზარალებულის ₾136 000 მიისაკუთრა | პროკურატურა

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 16:40|bm.ge

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს გაეცნო, როგორც ერთ-ერთი კომპანიის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში და მას გათბობის სისტემების შეძენაზე, ასევე მონტაჟის მომსახურებაზე შეუთანხმდა, დაზარალებულს კომპანიის ანგარიშზე 136 000 ლარი ჩაარიცხინა, რაც სრულად მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • გიორგი დავითაძის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილება გასაჩივრდება - იურისტები გამოძიების განახლებას ითხოვენტვ პირველი
  • პროკურატურამ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაასრულაფორმულა
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო - მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიებაიმედი
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

"Starlink-ის სერვისის მოწოდება აღდგა" - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

"Starlink-ის სერვისის მოწოდება აღდგა" - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

BM.GE

"სარფის" საბაჟოზე 8 ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა | RS

"სარფის" საბაჟოზე 8 ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა | RS

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

“ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

“ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

BM.GE