მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უცხოეთში გასვლა გადავწყვიტეთ... ფილიალების გახსნა სხვა უნივერსიტეტებსაც უნდათ - "კავკასიის უნივერსიტეტი"
უცხოეთში გასვლა გადავწყვიტეთ... ფილიალების გახსნა სხვა უნივერსიტეტებსაც უნდათ - "კავკასიის უნივერსიტეტი"

უცხოეთში გასვლა გადავწყვიტეთ... ფილიალების გახსნა სხვა უნივერსიტეტებსაც უნდათ - "კავკასიის უნივერსიტეტი"

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 22:14|bm.ge

"კავკასიის უნივერსიტეტის" (CU) პრეზიდენტი კახა შენგელია მიესალმება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უცხოეთში ფილიალების გახსნის სამართლებრივი მექანიზმი იქმნება.

როგორც მან BMG-ს განუცხადა, "კავკასიის უნივერსიტეტის" ექსპანსია საერთაშორისო ბაზრებზე დუბაისა და უზბეკეთს უკავშირდება, თუმცა ეს სავარაუდოდ, უნივერსიტეტის შესყიდვის გზით მოხდება და არა ფილიალის გახსნით.

"ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ცალსახად და ძალიან კარგია, რომ ქართული ბიზნესი, ამ შემთხვევაში ქართული განათლება, შევა სხვა ქვეყნებში უპრობლემოდ. რა თქმა უნდა, ეს გაამარტივებს ბევრ რამეს. როგორც ვიცი, სხვა უნივერსიტეტებსაც უნდათ [ფილიალების გახსნა უცხოეთში].

ჩვენ უცხოეთში გასვლა გადავწყვიტეთ და პირველი ნაბიჯიც გადავდგით. დუბაიში ტრენინგცენტრი გვაქვს და შემდეგი ეტაპი უნივერსიტეტის გახსნა იქნება. რადგან ამ კანონის მიღება ცოტა დააგვიანდათ ჩვენთვის, სხვა გზას დავადექით და უფრო პირდაპირ ალბათ, უცხოეთში უნივერსიტეტს ვიყიდით, ვიდრე ფილიალს დავაარსებთ. დუბაიში ან უზბეკეთში გვინდა და ვნახოთ, რა გამოვა... ერთ-ერთ ვარიანტად ფილიალის დაარსებაც განიხილება", - ამბობს კახა შენგელია.

ცნობისთვის: საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უცხოეთში ფილიალის დაფუძნების სამართლებრივი მექანიზმი იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოამზადა. პარლამენტში ინიციირებული პაკეტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედმა სხვადასხვა უნივერსიტეტმა გამოხატა უცხო ქვეყანაში ფილიალის დაფუძნების ინტერესი, ამიტომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

24 ნოემბრამდე დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე და დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით

24 ნოემბრამდე დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე და დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით

BM.GE

Voyager 1-მა ერთი „სინათლის დღის“ დისტანციას მიაღწია

Voyager 1-მა ერთი „სინათლის დღის“ დისტანციას მიაღწია

BM.GE

რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდა მხოლოდ განიხილება, გადაწყვეტილება მიღებული არაა - დავით უტიაშვილი

რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდა მხოლოდ განიხილება, გადაწყვეტილება მიღებული არაა - დავით უტიაშვილი

BM.GE

კრასნოდარის მხარეში ორ ნავთობქარხანას დრონებით შეუტიეს

კრასნოდარის მხარეში ორ ნავთობქარხანას დრონებით შეუტიეს

BM.GE