მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უზბეკეთი ადასტურებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების დიდ ინტერესს - მარიამ ქვრივიშვილი
უზბეკეთი ადასტურებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების დიდ ინტერესს - მარიამ ქვრივიშვილი

უზბეკეთი ადასტურებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების დიდ ინტერესს - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE4 ივლისი, 2026, 11:24|bm.ge

„უზბეკეთი ცალსახად ადასტურებს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოსადმი უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, მან უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს ლაზიზ კუდრატოვს და უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს ილხომ მახკამოვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, ასევე ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.

„შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ორმა სახელმწიფომ ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. განსაკუთრებით კი გამოიყო ვაჭრობა, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორები, ისევე როგორც ტურიზმის სექტორი. სწორედ აქედან გამომდინარე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოიკვეთა და ზოგადად, საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმყოფებით ანაკლიასა და ფოთში, სადაც ადგილზე დავათვალიერეთ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში უკვე არის შექმნილი და ამავდროულად, მიმდინარე სამშენებლო პროცესი, რომელიც აქტიურ ფაზაშია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. რის შედეგადაც, 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველ ფაზას დავასრულებთ და მივიღებთ პირველ გემს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო უზბეკეთთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს, რათა გაიზარდოს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, უზბეკეთიდან შემოსული ინვესტიციები, ტურისტული ნაკადები და ტვირთბრუნვა საქართველოს მიმართულებით. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს როლს, კონკრეტულად კი, შუა დერეფნის კონტექსტში.

ცნობისთვის, საქართველოში უზბეკეთიდან პირდაპირი ინვესტიციების ჩადება 2009 წლიდან იწყება და რიცხვები არც ისე დიდია. ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში ჯამში 19 მილიონი დოლარის უზბეკური ინვესტიცია ჩაიდო. ჩვენს ქვეყანაში უზბეკი ბიზნესმენები ძირითადად ვაჭრობით, უძრავი ქონებით და სტუმარმასპინძლობით ინტერესდებიან. ოფიციალური მონაცემებით 2025 წელს საქართველოში მხოლოდ 220 ათასი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო, 2026 წლის პირველ კვარტალში კი უზბეკური FDI-ს მოცულობამ 276 ათასი დოლარი შეადგინა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე მიიტანეს იერიში

უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე მიიტანეს იერიში

BM.GE

დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი - მიგრაციის დეპარტამენტი

დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი - მიგრაციის დეპარტამენტი

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ანაკლიის პორტის სამუშაოები, ფოთის პორტი და თიზი დაათვალიერებინა - სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ანაკლიის პორტის სამუშაოები, ფოთის პორტი და თიზი დაათვალიერებინა - სამინისტრო

BM.GE

აშშ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს აღნიშნავს

აშშ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს აღნიშნავს

BM.GE