მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ბათუმთან“ ფართოვდება|რას სთავაზობს ობიექტი მომხმარებელს?
„ბათუმთან“ ფართოვდება|რას სთავაზობს ობიექტი მომხმარებელს?

„ბათუმთან“ ფართოვდება|რას სთავაზობს ობიექტი მომხმარებელს?

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 13:16|bm.ge

ქალაქგარეთ დასვენებისა და მუშაობის შესაძლებლობის შექმნაზე ორიენტირებული პროექტი „ბათუმთან“ ეტაპობრივად გაფართოვდება. სამომავლო გეგმებზე პროექტის თანადამფუძნებელმა, ანა ავეჩბამ BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, კომპლექსი 5 000-7 000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე ვითარდება და პანორამულ სახლებთან ერთად კვების, საერთო სამუშაო და ღონისძიებების სივრცეებსაც გააერთიანებს.

„პროექტის იდეა იქიდან გამომდინარე გაჩნდა, რომ ბოლო წლებში ბათუმი მნიშვნელოვნად დაიტვირთა მშენებლობებითა და ახალი ობიექტებით. ამ ფონზე, ბათუმის შემოგარენში არსებული რესურსი ჯერ კიდევ აუთვისებელია და ჩვენი გრძელვადიანი ხედვაც სწორედ ამას ეფუძნება. „ბათუმთან“ შემთხვევითი სახელწოდება არ არის - პროექტი ქალაქიდან დაახლოებით 15-20 წუთის სავალზეა და ბათუმის ხედები ჩვენი ლოკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა“, - განაცხადა ავეჩბამ.

როგორც ის ამბობს, პროექტის სრულად დასრულებას, ოპტიმისტური გათვლით, 2-3 წელი დასჭირდება, თუმცა ვადა შესაძლოა 4 წლამდე გაიზარდოს. ავეჩბას განმარტებით, საინვესტიციო თანხის საბოლოო მოცულობა პროექტის განვითარებასთან ერთად შეიძლება შეიცვალოს: „ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ინვესტიციაა, რაც ჩვენ წარმოგვიდგენია და რაც პროექტის სრულად ჩამოყალიბებას დასჭირდება“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება დატვირთვას, ობიექტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ბათუმთან“ მხოლოდ ზაფხულის სეზონზე არ არის გათვლილი. მისი ინფორმაციით, ობიექტის აგვისტოს დატვირთულობამ 90-95% შეადგინა, სექტემბერი კი უკვე 60%-ით არის დაჯავშნილი. კომპანიას ოქტომბრისთვისაც აქვს მიღებული რამდენიმე ჯავშანი.

„გავიხსენით აგვისტოში და აგვისტოს დატვირთულობა იყო 90-95%, სექტემბერი უკვე 60%-ით არის დაჯავშნილი და რამდენიმე ჯავშანი ოქტომბერშიც გვაქვს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ოქტომბრის ჯავშნები აგვისტოში გაკეთდა. შეიძლება დიდი დრო არ არის გასული, თუმცა ანალიტიკისთვის გარკვეული მონაცემები უკვე გვაქვს“, - განაცხადა პროექტის თანადამფუძნებელმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარჯანიშვილზე დახლების დემონტაჟის შემდეგ, სად სთავაზობს მერია ალტერნატიულ ფართებს გარემოვაჭრეებს?

მარჯანიშვილზე დახლების დემონტაჟის შემდეგ, სად სთავაზობს მერია ალტერნატიულ ფართებს გარემოვაჭრეებს?

BM.GE

გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს რუსთაველზე არსებული შენობების განახლება იგეგმება - კალაძე

გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს რუსთაველზე არსებული შენობების განახლება იგეგმება - კალაძე

BM.GE

სად განთავსდება შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები რუსთაველის გამზირზე - ახალი სქემა

სად განთავსდება შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები რუსთაველის გამზირზე - ახალი სქემა

BM.GE

Benefits საბანკო პარტნიორობებს აფართოებს და ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს

Benefits საბანკო პარტნიორობებს აფართოებს და ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს

BM.GE