მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ვალდებულები ვართ, თითოეული აბონენტი წელიწადში ერთხელ შევამოწმოთ" - "თბილისი ენერჯი"
"ვალდებულები ვართ, თითოეული აბონენტი წელიწადში ერთხელ შევამოწმოთ" - "თბილისი ენერჯი"

"ვალდებულები ვართ, თითოეული აბონენტი წელიწადში ერთხელ შევამოწმოთ" - "თბილისი ენერჯი"

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 20:29|bm.ge

"თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორი განმარტავს, რომ მოქმედი რეგულაციით, გაზმომარაგების კომპანიას თითოეული აბონენტის საცხოვრებელში ქსელის მდგომარეობის წელიწადში ერთხელ შემოწმების ვალდებულება აქვს.

როგორც გიორგი ლეფსვერიძემ BMG-ს გაზმომარაგების კომპანიის ვალდებულებებსა და უფლებამოსილებაზე საუბრისას განუცხადა, აბონენტების შემოწმება წინასწარ შედგენილი გრაფიკით ხდება.

19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში ტრაგედია დატრიალდა: საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ შემთხვევამ გაზმომარაგების უსაფრთხოებისა და არსებული რეგულაციების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააყენა.

გიორგი ლეფსვერიძის განმარტებით, გაზის სექტორში მოქმედი ყველა ლიცენზიანტის საქმიანობასა და ვალდებულებებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) კანონმდებლობა განსაზღვრავს.

"ჩვენ, სემეკის კანონმდებლობით, ვალდებულები ვართ, წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით წელიწადში ერთხელ თითოეული ჩვენი აბონენტი შევამოწმოთ, შევიდეთ მათ კუთვნილ ბინებში, შევამოწმოთ როგორც გაზის ქსელი, ასევე დანადგარების განთავსების სისწორე და თუ რაიმე დარღვევას აღმოვაჩენთ, დაუყოვნებლივ, ადგილზევე უნდა მიიღონ ჩვენმა სპეციალისტებმა ზომები", - აღნიშნა მან.

"თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის თქმით, სპეციალისტების მხრიდან ყველაზე მკაცრი რეაგირება ღია წვის კამერიან წყალგამაცხელებლებსა და გამათბობლებზე ხდება, რომლებიც CO-ს დაგროვების კუთხით მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს. ასეთი მოწყობილობის აღმოჩენისთანავე დგება ოფიციალური აქტი და დანადგარი ქსელს დაუყოვნებლივ ეხსნება.

მისივე მტკიცებით, მართალია, კანონი კომპანიას განმეორებით მონიტორინგს არ ავალდებულებს, მაგრამ "თბილისი ენერჯი" საკუთარი ინიციატივით ახორციელებს გადამოწმებას.

"ეს უკვე ჩვენი კომპანიის კეთილი ნებაა, ასე ვთქვათ, კანონმდებლობა არ გვავალდებულებს - ამორჩევით, დარღვევის მქონე აბონენტებთან, სადაც უკვე ერთხელ ჩავჭერით დანადგარები, ხელმეორედ გადავამოწმებთ ხოლმე და თუ კიდევ იგივე სიტუაცია დაგვხვდა და იგივე დარღვევა, მთლიანად ვჭრით გაზმომარაგებას", - განმარტა გიორგი ლეფსვერიძემ.

ამასთან, მან სტატისტიკურ დინამიკასაც გაუსვა ხაზი: თუ 2019 წელს დედაქალაქში 80 000 სახიფათო დანადგარი ჩაიჭრა, მიმდინარე არასრული წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი თითქმის რვაჯერ შემცირდა და 13 000-ს შეადგენს.

"ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინსპექტირებისას ბინების დაკეტილი კარებია. კომპანია მოსახლეობას გეგმური შემოწმების შესახებ თვეებით ადრე ატყობინებს, თუმცა რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მესაკუთრე სახლში არ იმყოფება ან დროებით მოგზაურობს. ასეთ დროს კომპანიას არ აქვს კანონიერი უფლება და ლოგიკური საფუძველი, გაზმომარაგება მთელს სადარბაზოს ან უდანაშაულო აბონენტს შეუწყვიტოს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რამდენი ხნით არის ჩაკეტილი ბინა, როდესაც ვამოწმებთ. ჩვენი სპეციალისტები უკავშირდებიან მესაკუთრეს... ვთქვათ, ორი კვირით ადამიანი წავიდა დასასვენებლად - მთელს ასბინიან კორპუსში ხომ არ უნდა გავთიშოთ გაზი?! სრულიად არალოგიკურია, რომ ჩამოვიდეს და გათიშული გაზი დახვდეს, გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე. აპრიორში ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რახან ბინა დაკეტილია, იქ აუცილებლად დარღვევაა. თუმცა განზრახ არდაშვების შემთხვევებშიც ვიღებთ შესაბამის ზომებს", - განმარტა გიორგი ლეფსვერიძემ.

"თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილის განცხადებით, უსაფრთხოების ფუნდამენტური გარანტია კანონმდებლობის გამკაცრება და ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორების სავალდებულო წესით დაყენებაა.

როგორც ლეფსვერიძე აღნიშნავს, 2010 წლიდან მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც ახალაშენებულ კორპუსებში გაზი არ ირთვება, თუ იქ დეტექტორი და ელექტრომაგნიტური სარქველი (ელექტროონკანი) არ არის დამონტაჟებული - ამ სტანდარტით თბილისში უკვე დაახლოებით 200 000 აბონენტი სარგებლობს. კომპანიის პოზიციაა, რომ ეს ნორმა ძველ საცხოვრებელ ფონდზეც სავალდებულო კანონად უნდა იქცეს:

"ეს უნდა რეგულირდებოდეს კანონით, რომ ყველა გაზის მომხმარებელი, ვინც გაზს მოიხმარს, უნდა იყოს აღჭურვილი გაზის გაჟონვის დეტექტორით თავის ელექტროონკანთან ერთად", - დასძენს გიორგი ლეფსვერიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • „ბინა იყო დაკეტილი“ — „თბილისი ენერჯი“ ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმებაზე საუბრობსფორმულა
  • კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანირუსთავი 2
  • „ასეთი საცობები მსოფლიოში არსად მინახავს“ - ილია თოფურია თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზეტვ პირველი
  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

Anthropic AI-ის ისტორიული IPO-ს ფონზე საფონდო ბირჟა დაეცა – რა ხდება უოლ-სტრიტზე

Anthropic AI-ის ისტორიული IPO-ს ფონზე საფონდო ბირჟა დაეცა – რა ხდება უოლ-სტრიტზე

BM.GE

რამდენს დახარჯავს თბილისის მერია ავარიული სახლების გამაგრებასა და ჩანაცვლებაზე 2027 წელს

რამდენს დახარჯავს თბილისის მერია ავარიული სახლების გამაგრებასა და ჩანაცვლებაზე 2027 წელს

BM.GE

BMG ჯანდაცვის კონფერენციას მართავს – "საქართველოს ჯანდაცვის მომავალი AI ეპოქაში"

BMG ჯანდაცვის კონფერენციას მართავს – "საქართველოს ჯანდაცვის მომავალი AI ეპოქაში"

BM.GE

ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება

ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება

BM.GE