მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვანში, ყველის არალეგალური საწარმო დაჯარიმდა და ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს
ვანში, ყველის არალეგალური საწარმო დაჯარიმდა და ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

ვანში, ყველის არალეგალური საწარმო დაჯარიმდა და ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

BM.GE6 მაისი, 2026, 03:55|bm.ge

ვანის მუნიციპალიტეტში არალეგალური ყველის საწარმო გამოვლინდა და ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი დ. დ. (ვანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხესულორი) ყველს შესაბამისი აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.

შემოწმებისას ასევე გამოვლინდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული პროდუქცია, რომელიც შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა. გარდა ამისა, ობიექტზე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესებიც.

გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოს საქმიანობა დროებით შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა შესაბამისი რეგულაციების დაცვით განახორციელონ და სურსათის უვნებლობის მოთხოვნები სრულად დაიცვან.

2026 წლის პირველ კვარტალში სურსათის სექტორში კრიტიკული დარღვევები მკვეთრად გაიზარდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-მარტში გამოვლინდა 288 კრიტიკული შეუსაბამობა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (96 შემთხვევა) 200%-იანი ზრდაა. პარალელურად, გაიზარდა კონტროლის მასშტაბიც - სააგენტომ 9270 შემოწმება ჩაატარა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს.

ყველაზე ხშირ პრობლემებად რჩება რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, ეტიკეტირების წესების დარღვევა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაცია. უწყების შეფასებით, დარღვევების ზრდა ბაზარზე სისტემურ გამოწვევებზე მიუთითებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზერუსთავი 2
  • პროტესტი მე-10 საჯარო სკოლასთან - მშობლები სასწავლო პროცესის დროულად აღდგენას ითხოვენტვ პირველი
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყოფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE