მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვაშლის მოსავლიანობა, შიდა ბაზრის ტენდენციები | რა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება ფერმერებმა?
ვაშლის მოსავლიანობა, შიდა ბაზრის ტენდენციები | რა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება ფერმერებმა?

ვაშლის მოსავლიანობა, შიდა ბაზრის ტენდენციები | რა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება ფერმერებმა?

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 01:50|bm.ge

აგროთანადაფინანსების პროგრამა, ვაშლის მოსავლიანობის ანალიზის შესაძლებლობა, ვაშლის მწარმოებელი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაცია - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომელზედაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ფერმერებთან შეხვედრისას ისაუბრა. ამის შესახებ BM.GE-ს „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვლმა განუცხადა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.

„შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ახალ აგროთანდაფინანსების პროგრამას გამოვიყენებდით და თუ რაიმე კონსტრუქციული შეთავაზება გვექნებოდა, მიგვემართა. მაგალითად, დოკუმენტების შევსებისას, რაიმე გაუგებრობას თუ წააწყდებით, ჩვენ დაგვირეკეთ და მზად ვართ, მომენტალურად დაგეხმაროთ შევსებაშიო. გარდა მაგისა, განხორციელების პროცესში თუ რაიმე თქვენგან კონსტრუქციული იდეა იქნება, იქნებ იმასაც გავითვალისწინებთ. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჩაერთვება პროგრამაში, მაგრამ გაითვალისწინებენ, რაც უკვე კარგია.

ჩვენ ჯერ, პრაქტიკულად, ახალი თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობა არ დაგვიწყია. მეორე მხრივ, რასაც „აგროთანადაფინანსების“ პროგრამაში ვკითხულობთ, ჯერჯერობით, ყველაფერი გასაგებია“, - განაცხადა ზურაბ გოჯიაშვილმა.

ვაშლის მწარმოებელი ფერმერი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი საკითხია ადგილობრივ ბაზარზე მოსავლიანობის ანალიზი, რისთვისაც ერთიანი მიდგომა დარგისა და სამინისტროს წარმომადგენლების კოორდინაციით უნდა მოხდეს.

„ჩვენი მხრიდან დავსვით საკითხი, რომ ჩვენ შიდა ბაზარზე გარკვეულმა ფაქტორებმა, შესაძლოა რაღაც არეულობა გამოიწვიოს, რაზედაც გვიპასუხეს, რომ ამ საკითხს აკვირდებიან. მე პირადად ძალიან ბევრი ფაქტორი მაღელვებს, რადგან საქართველოს ბაზარი მაინც პატარაა და მცირედი რყევებიც დიდ ცვლილებებს იწვევს იგივე სამომხმარებლო ბაზარზე, იგივე ჩვენი გაყიდვების ტაქტიკაზე და ა.შ.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ წინასწარ მოსავლიანობის ანალიზი, რომ გავაკეთოთ, მაგისთვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა გვჭირდება ჩვენ და მთავრობას ერთად. ამასთან დაკავშირებით ალბათ, რამენაირად პროგნოზების გაკეთება მოსავლიანობის ანალიზის გარეშე ძალიან ძნელია. ახლა რომ მკითხოთ, რამდენი ასხია შენს ბაღშიო - არ ვიცი.

ძალიან დიდი განსხვავებებია, იმიტომ რომ სხვადასხვა მეთოდიკით სხვადასხვანაირად ითვლება, სხვადასხვა შედეგი გამოგვდის და ძალიან დაბნეულები ვართ. სახელმწიფოც ამ საკითხით დაინტერესებული აღმოჩნდა და კარგი იქნება, მის მოგვარებაში მთავრობაც თუ ჩაერთვება“, - განაცხადა ფერმერმა და აღნიშნა, რომ დარგის წარმომადგენლები ამ გამოწვევებზე თანხმდებიან.

„ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ საკითხებზე სამინისტროს მხრიდან დარგის წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრები გაიმართება.

მისივე განცხადებით, ფერმერებს აღნიშნულ შეხვედრაზე დაუდასტურეს, რომ სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებას აღარ გააგრძელებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ის განკარგულება შეაჩერა, რომელიც ე.წ. სამშობიარო ტურიზმს კრძალავს

აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ის განკარგულება შეაჩერა, რომელიც ე.წ. სამშობიარო ტურიზმს კრძალავს

BM.GE

როცა Gen Z ეძებს სამსახურს - რას სთავაზობს McDonald’s საქართველო ახალ თაობას?

როცა Gen Z ეძებს სამსახურს - რას სთავაზობს McDonald’s საქართველო ახალ თაობას?

BM.GE

გადასახადების გაზრდით სახელმწიფო ნებსით თუ უნებლიეთ ზრდის ქართული ღვინის თვითღირებულებას - ვასილ მანაგაძე

გადასახადების გაზრდით სახელმწიფო ნებსით თუ უნებლიეთ ზრდის ქართული ღვინის თვითღირებულებას - ვასილ მანაგაძე

BM.GE

პატარა ბაზარი, როგორც მთავარი დაბრკოლება: რატომ ამბობენ უარს გლობალური ბრენდები საქართველოში შემოსვლაზე?

პატარა ბაზარი, როგორც მთავარი დაბრკოლება: რატომ ამბობენ უარს გლობალური ბრენდები საქართველოში შემოსვლაზე?

BM.GE