მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვაჟა-ფშაველას გამზირზე, "სითი მოლთან" ბასლაინი იხაზება - რა იცვლება?
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, "სითი მოლთან" ბასლაინი იხაზება - რა იცვლება?

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, "სითი მოლთან" ბასლაინი იხაზება - რა იცვლება?

BM.GE30 ივლისი, 2026, 17:29|bm.ge

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, "სითი მოლთან" ბასლაინი იხაზება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გაავრცელა.

როგორც უწყება იტყობინება, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა.

"აღნიშნულ რთულ კვანძზე შეფერხებით მოძრაობდა, როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. განსაკუთრებულად გართულებული იყო მოძრაობა 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის, რომელთაც ავტომანქანების საცობში ურთულდებოდათ მანევრირება, შეფერხება კი მგზავრებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.

ცვლილებები დაიგეგმა იმისთვის, რომ ნაკადები გადაეწყოს, განიმუხტოს ქაოსური მოძრაობა და გაიზარდოს საგზაო უსაფრთხოება, რათა მძღოლებმა გადაადგილებისას ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და გადანაწილდნენ სხვადასხვა მიმართულებით.

მუნიციპალური ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თავხელიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსის ზოლი დაემატება, თუმცა არ შეიცვლება სამანქანო ზოლების რაოდენობა არცერთი მიმართულებით. ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, დაემატება ერთი სამანქანო ზოლი, ყაზბეგის გამზირზე კი საგზაო მოძრაობა უცვლელი რჩება. აქვე აღვნიშნავთ, რომ სატრანსპორტო კვანძის სირთულიდან გამომდინარე, საგზაო მონიშვნების დახაზვით პროცესი არ სრულდება. გადაადგილების ახალი სქემის მონიტორინგი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება", - წერია განცხადებაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წმინდა მოგება 66.5%-ით გაეზარდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წმინდა მოგება 66.5%-ით გაეზარდა

BM.GE

Meta-ს პლატფორმებზე პოლიტიკურ რეკლამებში სამ თვეში $346 000 დაიხარჯა – 81% "ოცნებაზე" მოდის | ISFED

Meta-ს პლატფორმებზე პოლიტიკურ რეკლამებში სამ თვეში $346 000 დაიხარჯა – 81% "ოცნებაზე" მოდის | ISFED

BM.GE

ივნისში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევები 262%-მდე გაიზარდა - როგორია სტატისტიკა?

ივნისში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევები 262%-მდე გაიზარდა - როგორია სტატისტიკა?

BM.GE

Microsoft-ის შემოსავალმა $90 მილიარდს გადააჭარბა - კომპანიის აქციების ფასი პრემარკეტზე 8%-ით გაიზარდა

Microsoft-ის შემოსავალმა $90 მილიარდს გადააჭარბა - კომპანიის აქციების ფასი პრემარკეტზე 8%-ით გაიზარდა

BM.GE