მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾69 მლნ ტენდერი გამოცხადდა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾69 მლნ ტენდერი გამოცხადდა

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾69 მლნ ტენდერი გამოცხადდა

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 20:29|bm.ge

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ 26მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 69 188 499 ლარის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გზის საფარისა და მასზე არსებული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 24 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. ამას გარდა, შესრულებულ სამუშაოებზე მოქმედებს 3-წლიანი საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია წარმოქმნილი ხარვეზები საკუთარი სახსრებით აღმოფხვრას.

რაც შეეხება მოთხოვნებს, პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპისა და სირთულის სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 80%-ს შეადგენს. ტენდერში წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყება და 16 ოქტომბერს დასრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE

არამეწარმე ფიზიკური პირები პროდუქციის რეალიზაციისას შესაძლოა, საშემოსავლო და დღგ-თი დაიბეგრონ - რა იცვლება 1 დეკემბრიდან?

არამეწარმე ფიზიკური პირები პროდუქციის რეალიზაციისას შესაძლოა, საშემოსავლო და დღგ-თი დაიბეგრონ - რა იცვლება 1 დეკემბრიდან?

BM.GE

პერსონალური კომპიუტერების ბაზრის შენელების გამო Intel-ის აქციების ფასი 21%-ით შემცირდა

პერსონალური კომპიუტერების ბაზრის შენელების გამო Intel-ის აქციების ფასი 21%-ით შემცირდა

BM.GE

Apple-მა რეიტინგში #1 ადგილი დაიბრუნა, მან კაპიტალიზაციით NVIDIA-ს გადაასწრო

Apple-მა რეიტინგში #1 ადგილი დაიბრუნა, მან კაპიტალიზაციით NVIDIA-ს გადაასწრო

BM.GE