მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ველით საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას" - აშშ-ის საელჩო შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს
"ველით საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას" - აშშ-ის საელჩო შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს

"ველით საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას" - აშშ-ის საელჩო შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს

BM.GE12 მაისი, 2026, 17:19|bm.ge

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სპეციალური განცხადებით ეხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას. ულოცავს ახალ პატრიარქს, ეკლესიას და მრევლს.

საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია აღნიშნული პროცესის ისტორიული მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ ეს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის არჩევის პირველი შემთხვევაა.

"ამერიკის შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შიო III-ის არჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პატრიარქის პირველად არჩევა ისტორიული მოვლენაა. მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან–მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან–ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას", - წერს საელჩო სოციალურ ქსელში.

პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ, მილოცვა გაავრცელეს დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმაც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE