მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვენესუელა $4 მილიარდის ოქროს რეზერვს ლონდონიდან ნიუ-იორკში გადაიტანს
ვენესუელა $4 მილიარდის ოქროს რეზერვს ლონდონიდან ნიუ-იორკში გადაიტანს

ვენესუელა $4 მილიარდის ოქროს რეზერვს ლონდონიდან ნიუ-იორკში გადაიტანს

BM.GE19 სექტემბერი, 2026, 00:25|bm.ge

ვენესუელის ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის ცენტრალური ბანკის კუთვნილი, დაახლოებით $4 მილიარდის ღირებულების ოქროს მარაგის ინგლისის ბანკიდან ნიუ-იორკის ფედერალურ რეზერვში გადატანაზე შეთანხმდნენ. არსებული ინფორმაციით, შეთანხმების დეტალები Financial Times-მა მოლაპარაკებებთან დაახლოებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით გაასაჯაროვა.

როგორც ირკვევა, მომზადებული შეთანხმება დელსი როდრიგესის გარდამავალ მთავრობას აქტივებზე იურიდიულ კონტროლს მიანიჭებს, თუმცა ეს ნაბიჯი რეზერვების დაუყოვნებლივ გაყიდვის უფლებას არ ითვალისწინებს. სამაგიეროდ, სახელმწიფო ოქროს სესხების უზრუნველყოფის გარანტიად გამოიყენებს და ივნისის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო ფინანსებს მოიზიდავს.

ცნობისთვის, ინგლისის ბანკი ვენესუელას კუთვნილ 31 ტონა ოქროს 2019 წლიდან აკონტროლებს. როგორც ირკვევა, ოფიციალურმა ლონდონმა ეს გადაწყვეტილება ნიკოლას მადუროს არალეგიტიმურად ცნობისა და ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მხარდაჭერის შემდეგ მიიღო. აღსანიშნი ფაქტია, რომ ბრიტანულ სასამართლოებში გაჭიანურებული დავის გამო ოქროს რეზერვები არც აშშ-ის მიერ მადუროს დაკავებისა და არც მეფე ჩარლზისადმი როდრიგესის მიმართვის შემდეგ გაცემულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

BM.GE

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

BM.GE

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

BM.GE

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

BM.GE