მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვენესუელური ნავთობის ექსპორტი მაისში დღეში 1.25 მილიონ ბარელამდე გაიზარდა
ვენესუელური ნავთობის ექსპორტი მაისში დღეში 1.25 მილიონ ბარელამდე გაიზარდა

ვენესუელური ნავთობის ექსპორტი მაისში დღეში 1.25 მილიონ ბარელამდე გაიზარდა

BM.GE3 ივნისი, 2026, 00:58|bm.ge

მაისში ვენესუელური ნავთობის ექსპორტი დღეში 1.25 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. როგორც ირკვევა, მაჩვენებლის მკვეთრი გაუმჯობესება აშშ-ის, ინდოეთისა და ევროპის მიმართულებით ტვირთების მიწოდების გააქტიურებამ განაპირობა.

როგორც მედია წერს, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი დროებითი პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის მმართველობის დამსახურებით ქვეყნის ნავთობმოპოვება საგრძნობლად გამოსწორდა. ამ პროცესს ხელი ვაშინგტონის მიერ სანქციების შემსუბუქებამ და უცხოური კომპანიების მხრიდან ახალი ენერგეტიკული პროექტების დაწყებამაც შეუწყო.

რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს, ვენესუელური ნავთობის მთავარ დანიშნულების ადგილად მაისში კვლავ აშშ დარჩა, სადაც ექსპორტი დღეში 558,000 ბარელით განისაზღვრა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებსა თუ რეგიონებს, ინდოეთში მიწოდებამ 427,000, ხოლო ევროპაში 169,000 ბარელი შეადგინა. სამაგიეროდ, კლება ფიქსირდება კარიბის ზღვის აუზის სახელმწიფოებში, სადაც გადაზიდვები 187,000-დან 58,000 ბარელამდე შემცირდა. ეს ფაქტი კი რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის კუბასთვის წიაღისეული საწვავის მიწოდების შეჩერებით აიხსნება.

როგორც ირკვევა, წლიურ ჭრილში ვენესუელური ნავთობის ექსპორტის მაჩვენებელი 61%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება კონკრეტულ კორპორაციებს, მართალია ამერიკული Chevron-ის ექსპორტი 308,000-დან 269,000 ბარელამდე შემცირდა, თუმცა ბაზარზე გამოჩნდნენ გლობალური ტრეიდერები, მათ შორის Vitol-ი და Trafigura-, რომლებმაც ქვეყნიდან გადაზიდვები 691,000-დან 787,000 ბარელამდე გაზარდეს და ამერიკული გიგანტის დანაკლისი ამოავეს. საყურადღებო ფაქტია, რომ ინდური კომპანია Reliance Industries-ი ბოლო თვეებში ვენესუელური ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს მყიდველად იქცა. ამ კომპანიამ გასულ თვეში პროდუქცია უშუალოდ სახელმწიფო კომპანია PDVSA-სა და სხვა მომწოდებლებისგან შეიძინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნავთობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანესიმედი
  • აშშ-მა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა, ნავთობის ფასები გაიზარდაფორმულა
  • რუსეთის ქალაქებში ნავთობის საწყობებზე, ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდატვ პირველი
ნავთობის →

მსგავსი სტატიები

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

BM.GE