მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება - თბილისის მერია
ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება - თბილისის მერია

ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება - თბილისის მერია

BM.GE4 აგვისტო, 2026, 19:44|bm.ge

მდინარე ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, 2015 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ, ვერეს ხეობაში, ორ ლოკაციაზე ნატანდამჭერი ცხაურები მოეწყო, რომელთა მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება.

ამჟამად, პრევენციის მიზნით, იწმინდება ცხაური, რომელიც ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს, რათა ცხაურმა უხვი ნალექის შემთხვევაში, მდინარის წყლის დიდი ნაკადის თავისუფლად გატარება შეძლოს.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტისა და წყლის დონის მონიტორინგიც. წყლის დონის დაწევისთანავე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით, ტერიტორია ოპერატიულად სრულად იწმინდება.

დედაქალაქის მერთან ერთად გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა გელენავა.

„აღნიშნული სამუშაოები სისტემატურად ხორციელდება. დედაქალაქში მოსულ უხვ ნალექს ჩამოაქვს ხოლმე სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალები, წაქცეული ხეები და ა.შ შესაბამისად, ცხაურები საჭიროებს გაწმენდას. დაახლოებით, ერთ კვირაში მოწესრიგდება აქაურობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • თბილისის საბავშვო-ბაგა ბაღების მართვის სააგენტო: დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება, რაც შეეხება გასულ 24 საათში გამოვლენილ მიმართვიანობის ფაქტებს და ავადობის გამომწვევ შესაძლო მიზეზებს, საკითხი კვლევის ეტაპზეაიმედი
  • რას ამბობს ოცნების განათლების მინისტრი თბილისის 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებაზეფორმულა
  • თბილისის რამდენიმე რაიონს 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართირუსთავი 2
  • ახალი სახელოვნებო სივრცე თბილისის გულშიტვ პირველი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი დანაშაულთან საბრძოლველად სამმხრივ მექანიზმს ქმნიან

თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი დანაშაულთან საბრძოლველად სამმხრივ მექანიზმს ქმნიან

BM.GE

23 სექტემბერს თემურ უგულავასადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნება

23 სექტემბერს თემურ უგულავასადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნება

BM.GE

აშშ-მა და ლიეტუვამ კრიტიკული მინერალების მოპოვებაზე შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და ლიეტუვამ კრიტიკული მინერალების მოპოვებაზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ვახშამზე ტექნოლოგიური გიგანტები მიიწვიეს

დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ვახშამზე ტექნოლოგიური გიგანტები მიიწვიეს

BM.GE