მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 19:47|bm.ge

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.ინფორმაციას სოციალურ ქსელში დავით ოქიტაშვილი ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.

რაც შეეხება ყოფილი კაპიტნის ბიოგრაფიას, 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი, საიდანაც 42 შეხვედრაში უკაპიტნა. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწად-ნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.

2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯიშებდა. ხოლო უკანასკნელად 2020-2021 წლებში "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი იყო.

bm.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურისგარდაცვალების გამო და გიორგი ნემსაძის ოჯახს უსამძიმრებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ახალი ეტაპი დაბლოკა

უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ახალი ეტაპი დაბლოკა

BM.GE

ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი დანერგვა არ იგეგმება - სები მხოლოდ საპილოტე პროექტებს განახორციელებს

ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი დანერგვა არ იგეგმება - სები მხოლოდ საპილოტე პროექტებს განახორციელებს

BM.GE

ბადიაური-ბაკურციხის 31 კილომეტრიანი მაგისტრალის და ხიდების ასაშენებლად $183-მილიონის ტენდერი გამოცხადდა

ბადიაური-ბაკურციხის 31 კილომეტრიანი მაგისტრალის და ხიდების ასაშენებლად $183-მილიონის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

ამჯერად ნუ გადადებ -  Midea Georgia-ს Trade-In კამპანია ტექნიკის განახლებას ამარტივებს

ამჯერად ნუ გადადებ -  Midea Georgia-ს Trade-In კამპანია ტექნიკის განახლებას ამარტივებს

BM.GE