მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი დანერგვა არ იგეგმება - სები მხოლოდ საპილოტე პროექტებს განახორციელებს
ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი დანერგვა არ იგეგმება - სები მხოლოდ საპილოტე პროექტებს განახორციელებს

ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი დანერგვა არ იგეგმება - სები მხოლოდ საპილოტე პროექტებს განახორციელებს

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 20:44|bm.ge

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის სრულმასშტაბიან გამოშვებასა და დანერგვას ამ ეტაპზე არ გეგმავს და მხოლოდ საპილოტე პროექტების განხორციელებას აპირებს. როგორც სების ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი განმარტავს, საპილოტე პროგრამების მიზანი ციფრული ვალუტის პოტენციური სარგებლის, მოსალოდნელი ხარჯების, რისკებისა და ტექნოლოგიური გამოწვევების შეფასებაა.

„ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე, ცხადია, არ განიხილავს ასეთი ვალუტის სრულყოფილი ფორმით გამოშვებას, თუმცა იგეგმება საპილოტე პროგრამების განხორციელება, რათა შევისწავლოთ სარგებელი, ვნახოთ მოსალოდნელი ხარჯები, რისკები და ტექნოლოგიური გამოწვევები და შევაფასოთ, როგორ შეგვიძლია ამ რისკების შერბილება. სწორედ ამ სამუშაოების განხორციელების მიზნით მიენიჭა საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი უფლებამოსილება“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

მისი განმარტებით, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების კვლევა და საპილოტე პროექტების განხორციელება საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია. უტიაშვილის შეფასებით, ფინანსურ სექტორში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს შესაძლოა მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდეს ციფრულ ფინანსურ ეკოსისტემაში.

„ზოგადად ვხედავთ, რომ ფინანსურ სექტორში ციფრული ტექნოლოგიები ვითარდება, ციფრული ვალუტები უკვე არსებობს. მათ შორის, საქართველოში ჩვენი თანამოქალაქეები იყენებენ ისეთ ვალუტებს, როგორიცაა USDT და USDC, რომლებიც ძირითადად უცხოურ ვალუტაზეა მიბმული და გამოიყენება საბირჟო ტრანზაქციებსა და საერთაშორისო გადარიცხვებში. თუმცა, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან ის შეიძლება უფრო სტაბილური და მიმზიდველი იყოს“, - აღნიშნა მან.

ციფრული ლარის გამოშვების სამართლებრივი საფუძვლის შექმნას ითვალისწინებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტით განისაზღვრა ციფრული ფულის სამართლებრივი სტატუსი და დაზუსტდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები. ცვლილებების მიხედვით, მხოლოდ სებ-ს ექნება უფლება, გამოუშვას ლარის ციფრული ვერსია, რომელიც ცენტრალური ბანკის უპირობო ვალდებულება იქნება ნომინალური ღირებულებით.

დღესვე ეროვნულმა ბანკმა განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, უახლოეს წლებში ციფრული ლარის სრულმასშტაბიან გამოშვებას არ გეგმავს. შესაბამისად, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საპილოტე პროექტებზე და არა ციფრული ლარის საყოველთაო დანერგვაზე.

რა შეიცვალა კანონმდებლობაში

ციფრული ლარის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა გასულ კვირაში დაჩქარებული წესით მიიღო.

ცვლილებები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ციფრული ფულის ცნების დამკვიდრებასა და ეროვნული ბანკის უფლებამოსილებების დაზუსტებას ითვალისწინებდა. ახალი რეგულაციით, მხოლოდ ეროვნულ ბანკს ექნება უფლება, დაამზადოს და საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში გაუშვას ლარის ბანკნოტები, მონეტები და მათი ციფრული ვერსია.

ამასთან, მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ციფრული ლარი ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება იქნება ნომინალური ღირებულებით. ცენტრალური ბანკი გააკონტროლებს როგორც ნაღდი, ისე ციფრული ფულის მარაგს და განსაზღვრავს მისი ემისიის გეგმას. კანონმდებლობით, ციფრული ლარის გამოშვება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად აკრძალულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდარუსთავი 2
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას განიხილავენ?

ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას განიხილავენ?

BM.GE

რაჭაში 1300-მდე მევენახემ ₾19 მილიონის შემოსავალი მიიღო - როგორ მიმდინარეობს რთველი რეგიონში?

რაჭაში 1300-მდე მევენახემ ₾19 მილიონის შემოსავალი მიიღო - როგორ მიმდინარეობს რთველი რეგიონში?

BM.GE

სიმულაციური სათხილამურო სივრცე - თიბისი ლიზინგი „სქი ქლაბ ჯორჯია“-ს მხარდამჭერია

სიმულაციური სათხილამურო სივრცე - თიბისი ლიზინგი „სქი ქლაბ ჯორჯია“-ს მხარდამჭერია

BM.GE

9 თვეში ბათუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი 10%-ით 1 098 027-მდე გაიზარდა | TAV Georgia

9 თვეში ბათუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი 10%-ით 1 098 027-მდე გაიზარდა | TAV Georgia

BM.GE