მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვიდრე 280 000-მდე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყურადღების მოდუნების უფლება არ გვაქვს - კობახიძე
ვიდრე 280 000-მდე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყურადღების მოდუნების უფლება არ გვაქვს - კობახიძე

ვიდრე 280 000-მდე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყურადღების მოდუნების უფლება არ გვაქვს - კობახიძე

BM.GE25 მაისი, 2026, 16:12|bm.ge

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ - 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა.

„ამ 5 წლის განმავლობაში, სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1,120,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280 ათასს ჩამოცდა.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა. ვიდრე 280 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება. მაღალი ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE