მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვიმედოვნებთ, ITB China ახალ რეისებთან ერთად, შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტების ზრდას - ნადარეიშვილი
ვიმედოვნებთ, ITB China ახალ რეისებთან ერთად, შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტების ზრდას - ნადარეიშვილი

ვიმედოვნებთ, ITB China ახალ რეისებთან ერთად, შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტების ზრდას - ნადარეიშვილი

BM.GE27 მაისი, 2026, 17:45|bm.ge

"ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოფენა [ITB China] ახალ რეისებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდას“, - ეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შანხაიში აზიის რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China 2026 დასრულდა, სადაც საქართველო განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსით წარდგა.

„აღნიშნულმა სტატუსმა ქვეყანას დამატებითი შესაძლებლობა მისცა, საკუთარი ტურისტული პროდუქტი ჩინეთის პრიორიტეტულ ბაზარზე წარედგინა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიური მარკეტინგული და ცნობადობის ამაღლების კამპანია მიმდინარეობს. გამოფენაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდზე, 30-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, რომლებსაც სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილობრივი ინდუსტრიის ლიდერებთან შეხვედრები გაემართათ და ახალი საქმიანი კავშირები დაემყარებინათ“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდისა და კავშირების გაღრმავების მიზნით, მიმდინარე წლის ივლისიდან შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება.

„პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ კუთხით, ჩინეთთან ურთიერთობაში, ქვეყანას ხელშესახები პროგრესი აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოფენა, ახალ რეისებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდას“, - ამბობს ნადარეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ITB China არის ნაწილი ჩინურ კომპანია Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology-თან გაფორმებული თითქმის 1.5 მლნ დოლარის ხელშეკრულების, რომლის მიზანია ქართული ტურიზმის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზება. ამ ხელშეკრულების ფარგლებში უშუალოდ ITB China-ზე 185 ათასი დოლარი უნდა დახარჯოს ქართულმა მხარემ.

ამას გარდა, ტურიზმის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის აპრილში "სილქ ჰოსფითალითთან" 1.4 მლნ ლარის (1 412 010) ხელშეკრულება გააფორმა. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ ITB China 2026-ის ფარგლებში, 700 სტუმრის გამასპინძლება უნდა უზრუნველყოს.

2025 წელს ჩინეთიდან საქართველოში 128 ათასი ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 44%-ს შეადგენდა. საქსტატის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა შარშან ჯამში 220 მლნ ლარი დახარჯეს, ეს ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 718 ლარის ფარგლებში იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ერთად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • საქართველოს პრეზიდენტმა, მეუღლესთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კომპანია "სვანიძის ზეთისხილი" მოინახულა და ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2
  • „ერთად ძალიან ძლიერები ვართ!“ — ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან მიმართვას ავრცელებსფორმულა
  • არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძენეტგაზეთი
  • არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძეტვ პირველი
ერთად →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE