მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ არიან „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლები, რომლებსაც სუროგაციის საქმეზე 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯათ
ვინ არიან „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლები, რომლებსაც სუროგაციის საქმეზე 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ვინ არიან „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლები, რომლებსაც სუროგაციის საქმეზე 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯათ

BM.GE30 ივნისი, 2026, 10:13|bm.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ სუროგატი დედებისა და ბიოლოგიური მშობლების კუთვნილი თანხების მითვისების საქმეზე კომპანია „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს სომხეთისა და უკაინის მოქალაქეებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, მსჯავრდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან (ბიოლოგიური მშობლებისგან) მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები, თუმცა სუროგატი დედების ხარჯებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ისე სუროგატი დედების კუთვნილი 2 060 007 ლარზე მეტი.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ ძირითადი მფლობელი და გენერალური დირექტორი სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანია, რომელიც კომპანიის წილის 67%-ს ფლობს. იგი სამართალდამცავებმა 2025 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს.

რაც შეეხება კომპანიის მეორე თანადამფუძნებელს, იგი უკაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკოა, რომელიც საწესდებო კაპიტალში 33%-იან წილს ფლობს. ტიმოშენკოს სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ორივე მათგანს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს.

საქართველოში დასაქმებულ უცხოელ სუროგატ დედებსა და კომპანია Kinderly-ს სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე, „რადიო თავისუფლება“ რამდენიმე თვის განმავლობაში წერდა და ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ყაზახეთი გამორჩეულად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის" - მარიამ ქვრივიშვილი

"ყაზახეთი გამორჩეულად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის" - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

როგორ გვეხმარება საკრედიტო ისტორია განვადებით სარგებლობაში

როგორ გვეხმარება საკრედიტო ისტორია განვადებით სარგებლობაში

BM.GE

მაისში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა - საქსტატი

მაისში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა - საქსტატი

BM.GE

კორუფციის ბრალდებით დაკავებულია რეინჯერი და ფოთის მერიის ააიპ-ის თანამშრომელი - საგამოძიებო სამსახური

კორუფციის ბრალდებით დაკავებულია რეინჯერი და ფოთის მერიის ააიპ-ის თანამშრომელი - საგამოძიებო სამსახური

BM.GE