მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ყაზახეთი გამორჩეულად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის" - მარიამ ქვრივიშვილი
"ყაზახეთი გამორჩეულად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის" - მარიამ ქვრივიშვილი

"ყაზახეთი გამორჩეულად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის" - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE30 ივნისი, 2026, 11:29|bm.ge

„ყაზახეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით მზარდია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

29 ივნისს საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყაზახეთში გამართული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, საქართველოს მიმართ ყაზახეთის ინტერესი მზარდია.

„ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, კონკრეტულად შუა დერეფნის კონტექსტში.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ვხედავთ, რომ მზარდია ტვირთნაკადი. მე მინდა აქცენტი გავაკეთო ასევე შუა დერეფნის კონტექსტზე, სადაც საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი. შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და ზოგადად შუა დერეფნისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყაზახეთში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა დერეფნის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. მისივე განცხადებით, ყაზახეთი განაგრძობს ინვესტირებას საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში და ამ მიმართულებით ინვესტიციები მომავალშიც გაგრძელდება.

„შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ზოგადად ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების არსებობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მზარდია პირდაპირი ფრენები, რასაც თან სდევს, რა თქმა უნდა, ტურისტული ნაკადების ინტენსიური ზრდა. მინდა აქცენტი გავაკეთო, რომ ზოგადად ყაზახეთი გამორჩეულად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმის, ვაჭრობის, ისევე როგორც სატრანსპორტო და ზოგადად ლოგისტიკური თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ეს არის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მესიჯი, თუ რამდენად სიღრმისეულია პარტნიორობა და თანამშრომლობა ორ ქვეყანაში. ეს მათ შორის არის მესიჯი იმისთვის, რომ ორი ქვეყანა არის მოტივირებული, რომ გაზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მათ შორის ინვესტიციები საქართველოში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შემცირებული სავაჭრო ბრუნვა და FDI - როგორია საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური კავშირები?

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუსი, საგარეო, უზენაესი სასამართლო... - მთაწმინდაზე უწყებებსა და 9 000 აბონენტს გაზი გაეთიშება| თბილისი ენერჯი

სუსი, საგარეო, უზენაესი სასამართლო... - მთაწმინდაზე უწყებებსა და 9 000 აბონენტს გაზი გაეთიშება| თბილისი ენერჯი

BM.GE

საქართველოს საფონდო ბირჟის ჯგუფმა ინსტიტუციური ინვესტორების საბჭოს (IIC) შექმნის ინიციატივა წარადგინა

საქართველოს საფონდო ბირჟის ჯგუფმა ინსტიტუციური ინვესტორების საბჭოს (IIC) შექმნის ინიციატივა წარადგინა

BM.GE

რუსეთმა საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ქვეყანაში ყოფნის ვადა გაახანგრძლივა - დეტალები

რუსეთმა საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ქვეყანაში ყოფნის ვადა გაახანგრძლივა - დეტალები

BM.GE

მშენებლობის დარგში შემცირებაა - საქსტატი

მშენებლობის დარგში შემცირებაა - საქსტატი

BM.GE