მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ არის და რა ქონებას ფლობს ფილოსოფოსი ლევან ქარუმიძე, რომელსაც გასტრონომიის სააგენტო ჩააბარეს
ვინ არის და რა ქონებას ფლობს ფილოსოფოსი ლევან ქარუმიძე, რომელსაც გასტრონომიის სააგენტო ჩააბარეს

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ფილოსოფოსი ლევან ქარუმიძე, რომელსაც გასტრონომიის სააგენტო ჩააბარეს

BM.GE3 აგვისტო, 2026, 16:36|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახლად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ყოფილი დეპუტატი ლევან ქარუმიძე დაინიშნა.

სამინისტროს ცნობით, ახალ ხელმძღვანელს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2020-2024 წლებში ის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, სადაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. ამავე პერიოდში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრიც იყო.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ წლებში მოხდა "რუსული კანონის" ორჯერ ინიციირება. აქედან, ერთხელ "ქართულმა ოცნებამ" პროტესტის ფონზე, კანონი მიიღო და პრეზიდენტიც ვეტოც დაძლია. ქარუმიძე მათ შორისაა, ვინც კანონს ყველა ჯერზე მისცა ხმა.

პარლამენტის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ ლევან ქარუმიძე პროფესიით ფილოსოფოსია. 2009 წელს დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მისი 2026 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბოლოს იგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ამავე დეკლარაციის თანახმად, 2025 წელს ქარუმიძე ჯერ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, საიდანაც 62 586 ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო შემდეგ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გადავიდა, სადაც წლის ბოლომდე 32 437 ლარის ანაზღაურება მიიღო.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება, როგორც მართვის, ისე საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, ხელს შეუწყობს ახალი სააგენტოს ეფექტიან ფუნქციონირებას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც გამორჩეული გასტრონომიული კულტურის მქონე ქვეყნის, პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სსიპ-ის შექმნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დადგენილება 18 ივნისს გამოსცა, ხოლო სააგენტოს დებულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 15 ივლისს დაამტკიცა.

დებულების მიხედვით, სააგენტოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. უწყების სტრუქტურაში 10-მდე დეპარტამენტი და სამსახური შეიქმნება, მათ შორის გასტრონომიული მემკვიდრეობის, განვითარების, პოპულარიზაციისა და პროექტების მართვის დეპარტამენტები, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების, იურიდიული, ადამიანური რესურსებისა და ანალიტიკის სამსახურები.

სააგენტოს უფლებამოსილებებს შორისაა ეროვნული გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევა, დოკუმენტირება და ციფრული აღრიცხვა, ტრადიციული პროდუქტებისა და ენდემური კულტურების პოპულარიზაცია, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მხარდაჭერა, რეგიონული გასტრონომიული მარშრუტების განვითარება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და საერთაშორისო დონეზე ქართული გასტრონომიის პოპულარიზაცია.

სააგენტო დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის მიერ გაწეული მომსახურების საფასურიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წარმოდგენა არ მაქვს რატომ გადააყენეს, ყველას ძალიან გაგვიკვირდა - გიორგი მარგებაძე ვანო ზარდიაშვილზე

წარმოდგენა არ მაქვს რატომ გადააყენეს, ყველას ძალიან გაგვიკვირდა - გიორგი მარგებაძე ვანო ზარდიაშვილზე

BM.GE

"შვებულებაშია ახლა და მერე წავა" - აბრამიშვილი ადასტურებს, რომ ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა

"შვებულებაშია ახლა და მერე წავა" - აბრამიშვილი ადასტურებს, რომ ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა

BM.GE

eKalata-ზე არასასურსათო პროდუქტების ფასებიც დაემატა - პორტალს ახალი ფუნქციონალი აქვს

eKalata-ზე არასასურსათო პროდუქტების ფასებიც დაემატა - პორტალს ახალი ფუნქციონალი აქვს

BM.GE

უკრაინამ Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა

უკრაინამ Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა

BM.GE