მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის 52% 1000 ლარად გაყიდა
ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის 52% 1000 ლარად გაყიდა

ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის 52% 1000 ლარად გაყიდა

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 18:33|bm.ge

"ხალხის ძალის" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია POSTV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა. დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უკვე წარდგენილია.

ტელევიზიაში საკონტროლო პაკეტის ახალი მფლობელი გიორგი შენგელია ხდება, რომელიც ამ დრომდე ვიქტორ ჯაფარიძის წილის მმართველი იყო. შენგელია ტელევიზიის ოფიციალურ დოკუმენტებში 23 სექტემბერს გამოჩნდა, როდესაც ის ჯაფარიძის წილის მმართველად დარეგისტრირდა.

გიორგი შენგელია, შპს „პოსტივის მხარდამჭერების“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. მან აღნიშნული ორგანიზაცია POSTV-ის დასანქცირებიდან მეორე დღეს 2026 წლის 25 თებერვალს დაარეგისტრირა.

ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი 2022 წლის 3 ოქტომბერს, ჯამში 520 000 ლარად შეიძინა. არხის დანარჩენ 24-24%-იან წილებს თემურ ჭარელაშვილი და შალვა რამიშვილი ფლობენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობა წელს გაუქმებულ არასტანდარტულ ვაშლის სუბსიდირების პროგრამას აბრუნებს | პირობები

მთავრობა წელს გაუქმებულ არასტანდარტულ ვაშლის სუბსიდირების პროგრამას აბრუნებს | პირობები

BM.GE

"საკუთარი მარჟით ისეთ ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ, რომ [საწვავის] ფასი კომფორტული გახდეს" - ვასილ ხორავა

"საკუთარი მარჟით ისეთ ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ, რომ [საწვავის] ფასი კომფორტული გახდეს" - ვასილ ხორავა

BM.GE

აშშ ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავს

აშშ ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავს

BM.GE

პირდაპირი და ირიბი ექსპორტი - რა სქემით შედის რუსეთში ღვინო?

პირდაპირი და ირიბი ექსპორტი - რა სქემით შედის რუსეთში ღვინო?

BM.GE