მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის 52% 1000 ლარად გაყიდა
ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის 52% 1000 ლარად გაყიდა

ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის 52% 1000 ლარად გაყიდა

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 18:33|bm.ge

"ხალხის ძალის" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია POSTV-ის 52%-იანი წილი 1000 ლარად გაყიდა. დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უკვე წარდგენილია.

ტელევიზიაში საკონტროლო პაკეტის ახალი მფლობელი გიორგი შენგელია ხდება, რომელიც ამ დრომდე ვიქტორ ჯაფარიძის წილის მმართველი იყო. შენგელია ტელევიზიის ოფიციალურ დოკუმენტებში 23 სექტემბერს გამოჩნდა, როდესაც ის ჯაფარიძის წილის მმართველად დარეგისტრირდა.

გიორგი შენგელია, შპს „პოსტივის მხარდამჭერების“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. მან აღნიშნული ორგანიზაცია POSTV-ის დასანქცირებიდან მეორე დღეს 2026 წლის 25 თებერვალს დაარეგისტრირა.

ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი 2022 წლის 3 ოქტომბერს, ჯამში 520 000 ლარად შეიძინა. არხის დანარჩენ 24-24%-იან წილებს თემურ ჭარელაშვილი და შალვა რამიშვილი ფლობენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირის სამიტის დოკუმენტიდან უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების მოთხოვნა ამოიღეს

ევროკავშირის სამიტის დოკუმენტიდან უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების მოთხოვნა ამოიღეს

BM.GE

9 თვეში დარღვევით და უკანონოდ თევზჭერის 462 ფაქტი გამოვლინდა | ზედამხედველობის დეპარტამენტი

9 თვეში დარღვევით და უკანონოდ თევზჭერის 462 ფაქტი გამოვლინდა | ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE

"25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თსუ-ის I კორპუსთან!" - "ოპოზიციის ალიანსი" საპროტესტო კამპანიას აანონსებს

"25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თსუ-ის I კორპუსთან!" - "ოპოზიციის ალიანსი" საპროტესტო კამპანიას აანონსებს

BM.GE

პარლამენტმა დაუსრულებელ მშენებლობებზე საგადასახადო შეღავათები კიდევ ერთხელ გადაავადა

პარლამენტმა დაუსრულებელ მშენებლობებზე საგადასახადო შეღავათები კიდევ ერთხელ გადაავადა

BM.GE