მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვის ეკუთვნის საქართველოში ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიები
ვის ეკუთვნის საქართველოში ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიები

ვის ეკუთვნის საქართველოში ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიები

BM.GE5 ივლისი, 2026, 17:54|bm.ge

საქართველოდან ლუდის ექსპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის ხუთ თვეში ქვეყნიდან 1,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1 674 582 ლიტრი ლუდი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 მლნ აშშ დოლარის 2 646 035 ლიტრი. ექსპორტის კლება დაახლოებით 38%-ია.

BM.GE დაინტერესდა, თუ ვინ ფლობს და მართავს ლუდის სექტორის უმსხვილეს მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანიებს.

ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები და მათი მფლობელები

საქსტატის 2025-2026 წლების მონაცემებით, ბრუნვის მიხედვით ლიდერ მწარმოებელთა შორის შემდეგი სუბიექტები შედიან:

• სს "არგო": კომპანიის დირექტორია ვასილ სულხანიშვილი. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს ინა სულხანიშვილი, ხოლო საბჭოს წევრები არიან ჯორჯ ამზაშვილი (აშშ-ის მოქალაქე) და გიორგი ახალაძე. • სს "ლომისი": კომპანიის გენერალური დირექტორია თურქეთის მოქალაქე ბურჩ კურტოღლუ. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ონურ ალთურქი, მოადგილე - იასემენ გუვენ ჩაირეზმეზ, ხოლო წევრები - ბანუ ფატმა ართუზ და ჰუმა მუჰადდისოღლუ. • სს "ქართული ლუდის კომპანია": გენერალური დირექტორის პოზიციას გიორგი ქესანაშვილი იკავებს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ჟაკ ბიერ (ისრაელი), მოადგილე - დანიელ ბიერ (ისრაელი), წევრი კი - დავით კუხალაშვილი. • შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია" და შპს "გენუინ ბრევინგ კომპანი": ორივე კომპანიის 100%-იან წილს "შპს ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯის ჰოლდინგი" ფლობს. მათი აღმასრულებელი დირექტორია თენგიზ ხელაშვილი, ხოლო ფინანსური დირექტორი - ნიდერლანდების მოქალაქე კოენ მიშელ კაპტეინ. • შპს "კრაფტარეა": კომპანიის დირექტორია ზაზა ჭადაშვილი. წილები ასე ნაწილდება: ალექსანდრე წულუკიძე - 64% და ალექსი მოდებაძე - 36%. • შპს "კრისტალი": კომპანიის 100%-იან წილს ფლობს მალხაზ ნადირაძე, რომელიც ლაშა ნადირაძესთან ერთად დირექტორის პოზიციასაც იკავებს. • შპს "მაქსიმუს": კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ნიკოლაი სტეპანოვია. • შპს "ლუდი ბათუმური": გენერალური დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ნანა ჯანელიძე, ფინანსური დირექტორი კი - როინ ხალვაში. • ი/მ გიორგი ალხანაიძე: ინდივიდუალური მეწარმე. • შპს "ველი ნატახტარი" (ათეულში შევიდა 2026 წლის I კვარტალში): კომპანიის დირექტორია დავით კურდღელაშვილი. მფლობელებს შორის არიან: დავით უჩუმბეგაშვილი - 45%, შპს "ბიარ ჯორჯია" - 45% და გიორგი აფხაძე - 10%.

უმსხვილესი ექსპორტიორები და მათი მფლობელები

საქსტატის მიერ დასახელებული უმსხვილესი ექსპორტიორების ნაწილი ემთხვევა მწარმოებელთა სიას (სს "არგო", სს "ლომისი", სს "ქართული ლუდის კომპანია", შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"). რაც შეეხებათ დანარჩენ ექსპორტიორებს, მათი მფლობელების სურათი ასეთია:

2025 წლის და 2026 წლის იანვარ-მაისის უმსხვილესი ექსპორტიორები:

• შპს "ბურგალა+": კომპანიის დირექტორია არჩილ არევაძე. წილებს ფლობენ თორნიკე არევაძე (39%) და არჩილ არევაძე (61%). • შპს "გეო იმპექს": კომპანიის დირექტორია თორნიკე არევაძე, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე ჰასრატ ბაგიშოვია. • შპს "გლობალ ტრეიდი": დირექტორები არიან დიმიტრი ბერუაშვილი და ვახტანგ საძაგლიშვილი. კომპანიის 100%-იან წილს შპს "შარმ ტრეიდინგი" ფლობს. • შპს "ვიტა უმბა ვუ": დირექტორია თემურ დათიკაშვილი. მფლობელები არიან: დავით დევიდსონი (საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე) - 50%, დიმიტრი აბესაძე - 40% და ჯაბა დოლიძე - 10%. • შპს "პრემიერ კომუნიქეიშენ": კომპანიის დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია ჰენრი დოლიძე, მეორე 50%-იან წილს კი გიორგი ქართველიშვილი ფლობს. • შპს "პრომო": კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია კახა ღოღობერიძე. • შპს "ბაიო ბრიუინგ კომპანი": კომპანიის დირექტორია გიორგი მარუაშვილი. წილები დამფუძნებლებს შორის თითქმის თანაბრად ნაწილდება: გიორგი მარუაშვილი - 33.4%, გიორგი გაგიშვილი - 33.3% და გიორგი ხაფავა - 33.3%. • შპს "ინტრეიდი": კომპანიის დირექტორია თამარ ჯერენაშვილი, ხოლო მისი 100%-იანი მფლობელია სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი". • შპს "ქედელი ბრუვინგ": კომპანიის დირექტორია ია თაბაგარი. წილებს ფლობენ: დუგლას ალან გრაიმსი (აშშ) - 40%, ანნე ელიზაბეთ ლუკასი (აშშ) - 40%, ია თაბაგარი - 10% და ჯონ ჰენრი უერდემანი (საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე) - 10%.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჩვენს სექტორს ტურისტული შემოსავლების 14%-ით გაზრდა შეუძლია"| ბალნეოლოგიის ასოციაცია

"ჩვენს სექტორს ტურისტული შემოსავლების 14%-ით გაზრდა შეუძლია"| ბალნეოლოგიის ასოციაცია

BM.GE

როგორია უმსხვილესი ევროპული ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგი?

როგორია უმსხვილესი ევროპული ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგი?

BM.GE

"მეწარმეთა შესახებ" კანონთან მიმართებით, რეესტრის პრაქტიკა არაერთგვაროვანი და არაგანჭვრეტადია - ზაქარია შველიძე

"მეწარმეთა შესახებ" კანონთან მიმართებით, რეესტრის პრაქტიკა არაერთგვაროვანი და არაგანჭვრეტადია - ზაქარია შველიძე

BM.GE

"წელს თაფლის შემცირებულ მოსავალს და გაზრდილ ფასს ველით" - მეფუტკრეთა ასოციაცია

"წელს თაფლის შემცირებულ მოსავალს და გაზრდილ ფასს ველით" - მეფუტკრეთა ასოციაცია

BM.GE