მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Visa-მ უკრაინის, მოლდოვას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის უფროს ვიცე-პრეზიდენტად და ჯგუფის რეგიონულ მენეჯერად სერგეი მარტინჩუკი დანიშნა
Visa-მ უკრაინის, მოლდოვას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის უფროს ვიცე-პრეზიდენტად და ჯგუფის რეგიონულ მენეჯერად სერგეი მარტინჩუკი დანიშნა

Visa-მ უკრაინის, მოლდოვას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის უფროს ვიცე-პრეზიდენტად და ჯგუფის რეგიონულ მენეჯერად სერგეი მარტინჩუკი დანიშნა

BM.GE5 მაისი, 2026, 15:35|bm.ge

Visa-მ (NYSE: V), ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, უკრაინის, მოლდოვას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის უფროს ვიცე-პრეზიდენტად და ჯგუფის რეგიონულ მენეჯერად სერგეი მარტინჩუკი დანიშნა. მარტინჩუკი კიევიდან გაუძღვება Visa-ს საქმიანობასა და სტრატეგიას 17 ქვეყანაში.

სერგეი მარტინჩუკამდე რეგიონს კრისტინა დოროში ხელმძღვანელობდა, რომელიც ამჟამად სან ფრანცისკოში, Visa-ს სათავო ოფისში, Value Added Services-ის მიმართულებით იკავებს გლობალურ პოზიციას. მარტინჩუკი ფინანსურ ინსტიტუტებთან, მერჩანტებთან კერძო და საჯარო სექტორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე კონცენტრირდება. გარდა ამისა, ის ასევე ხელს შეუწყობს ციფრული გადახდების დანერგვას რეგიონის მასშტაბით.

“მოხარულები ვართ რომ სერგეი Visa-ს შემოუერთდა“, თქვა ტარეკ მუჰმუდმა, Visa-ს რეგიონულმა პრეზიდენტმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონში. „ტექნოლოგიურ სფეროსა და რეგიონულ მმართველობაში მისი სიღრმისეული გამოცდილება და უნარი უხელმძღვანელოს მრავალფეროვან გუნდებს, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს და დაგვეხმარება მეტი ღირებულება შევქმნათ ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორებისთვის 17 ქვეყანაში“.

მარტინჩუკი უფროსი რეგიონული მმართველის თითქმის ორ ათწლეულიან გამოცდილებას ფლობს. ბოლო დროს ის დასაქმებული იყო Cicso-ში. შესაბამისად, მას აქვს სიღრმისეული ცოდნა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის, ადამიანური რესურსების მართვისა და აღსრულების მიმართულებით. ის უძღვებოდა მსხვილ ორგანიზაციებს, უზრუნველყოფდა მათ ზრდას და ამყარებდა სანდო ურთიერთობებს კლიენტებთან, პარტნიორებთან და მარეგულირებლებთან. მარტნიჩუკს მიღებული აქვს აკადემიური განათლება კომპიუტერული მეცნიერებებისა და ფინანსების მიმართულებით.

“ჩემთვის დიდი პატივია შევუერთდე Visa-ს და ვმართო რეგიონი ასეთი მრავალფეროვანი ბაზრებით, ციფრული გადახდებისთვის ამ გამორჩეულად მნიშვნელოვან დროს“, აღნიშნა სერგეი მარტინჩუკმა, Visa-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და ჯგუფის რეგიონულმა მენეჯერმა უკრაინაში, მოლდოვაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. „ჩვენს გუნდებთან და პარტნიორებთან ერთად, ციფრული გადახდების განვითარებას გავაგრძელებთ ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის; ასევე - ფინანსური გადაწყვეტილებებისა და კლიენტების ზრდის ხელშეწყობას დამატებითი ღირებულების მქონე სერვისების მეშვეობით, ტექნოლოგიით, უსაფრთხოებითა და მაღალი საბაზრო მნიშვნელობით“.

საქართველოში Visa 28 წელია რაც ბანკებთან, მერჩანტებთან და სამთავრობო ინსტიტუტებთან პარტნიორობს, რათა განვითარებული, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული გადახდების ეკოსისტემა შექმნას. ამ პარტნიორობების მეშვეობით Visa განაგრძობს ინოვაციის დანერგვას ტოკენიზაციის, ბიომეტრიული გადახდებისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით.

Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ევროკავშირმა კიევისთვის ფულის სასესხებლად უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანაიმედი
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროპის →ჯგუფი →

მსგავსი სტატიები

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE