მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვისურვებდით, პლასტმასის ბოთლებზე გადაწყვეტილება დოკუმენტურად ადრე ყოფილიყო - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი
ვისურვებდით, პლასტმასის ბოთლებზე გადაწყვეტილება დოკუმენტურად ადრე ყოფილიყო - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

ვისურვებდით, პლასტმასის ბოთლებზე გადაწყვეტილება დოკუმენტურად ადრე ყოფილიყო - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

BM.GE1 ივლისი, 2026, 18:04|bm.ge

„ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის აკრძალვის 4 წლით გადავადებას დადებითად აფასებს. როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, იცოდნენ, რომ ბიზნესის არგუმენტები გაზიარებული იქნებოდა, თუმცა მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, გადაწყვეტილება დოკუმენტურად უფრო ადრე ყოფილიყო საჯარო.

საქმე ისაა, რომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. თავდაპირველი ვერსიით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში სწორედ დღეიდან, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა შესულიყო.

როგორც ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აღნიშნავს, მსხვილმა ბიზნესმა ვერბალურად იცოდა, რომ გადავადება მოხდებოდა, თუმცა ეს შესაძლოა, ცნობილი არ ყოფილიყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და მათ რეგულაციისთვის მზადება დაეწყოთ.

"კომუნიკაციაში მუდმივად ვიყავით, ჩვენი პოზიციები ცნობილი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. [გადავადებაზე] ვერბალურად ვიცოდით, უბრალოდ, ეს გადაწყვეტილება დოკუმენტალურად მიღებული იქნა არა ადრე, არამედ პრაქტიკულად ვადის ამოწურვის დღეს. ვისურვებდით, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება, უფრო ადრე ყოფილიყო მიღებული, ზოგადად, რომ ინდუსტრია მომზადებული დახვდეს. მეორე გადავადება, რომელსაც ველოდებით არის პლასტმასის ჭიქების გამოყენება ჰორეკა სექტორში, მათ შორის ლუდის მოხმარებისთვის, ვთქვათ, ღონისძიებებზე. ჯერჯერობით დოკუმენტი არ გვაქვს, თუმცა ვერბალურად ვიცით, რომ ეს გადავადება მოხდება.

მსხვილი კომპანიებისთვის [გადავადება] ცნობილი იყო, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, დიდი ალბათობით, არ იყო. ჩვენ მაინც შედეგზე ორიენტირებული, რა თქმა უნდა, შედეგი პოზიტიური დადგა. მეტი ფოკუსი გვჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომ მათ წინსწრებით იცოდნენ დოკუმენტალურად. კარგი იქნებოდა, რომ გონივრული ვადა ჰქონოდა ბიზნესს მოსამზადებლად",- ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

შეგახსენებთ, 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება. აპრილში სასმლის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვაც 4 წლით, 2031 წლამდე გადავადდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

BM.GE

"EU-ს სჯერა სამხრეთ კავკასიის ნათელი მომავლის" - ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში ჩავიდა

"EU-ს სჯერა სამხრეთ კავკასიის ნათელი მომავლის" - ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში ჩავიდა

BM.GE

გურიაში კონტრაქტორი ჩინური კომპანია თავის მოვალეობას არაკეთილსინდისიერად ასრულებს - მამუკა მდინარაძე გამოძიებაზე

გურიაში კონტრაქტორი ჩინური კომპანია თავის მოვალეობას არაკეთილსინდისიერად ასრულებს - მამუკა მდინარაძე გამოძიებაზე

BM.GE

შეზღუდვები სესხებზე, ახალი ჯარიმები და წესები - ყველა ცვლილება რომელიც დღეს ამოქმედდა

შეზღუდვები სესხებზე, ახალი ჯარიმები და წესები - ყველა ცვლილება რომელიც დღეს ამოქმედდა

BM.GE